ურსულა ფონ დერ ლაიენი - კიევზე თავდასხმით, რომელმაც ჩვენი ოფისიც დააზიანა, აღშფოთებული ვარ - მალე სანქციების მორიგ, მე-19 პაკეტს წარვადგენთ!

ევროკავშირი მალე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-19 პაკეტს წარადგენს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსული ძალების მიერ კიევზე განხორციელებული მასიური იერიშის შემდეგ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

„კიევზე თავდასხმით, რომელმაც ასევე ჩვენი ოფისი დააზიანა, აღშფოთებული ვარ. ახლახან ელჩის მოადგილეს ვესაუბრე და მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლები არ დაშავებულან. თავდასხმა ჩვენი დიპლომატიური მისიიდან ძალიან ახლოს მოხდა. ეს კიდევ ერთი მტკივნეული შეხსენებაა იმისა, თუ რა დევს სასწორზე“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, „სწორედ ამიტომ, ევროკავშირი რუსეთზე ზეწოლას აგრძელებს“.

„ეს ჩვენი სანქციების რეჟიმის გამკაცრებას ნიშნავს. მალე სანქციების მორიგ, მე-19 პაკეტს წარვადგენთ. ამასთან, ჩვენ გაყინულ რუსულ აქტივებზე მუშაობას ვაგრძელებთ, რათა ისინი უკრაინის თავდაცვასა და აღდგენას მოხმარდეს“, - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია