თამარ ჩერგოლეიშვილი - „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო”- გახარიამ ვერ გაძლო, ნებისყოფა არ ეყო, გაიქცა - რაც შეეხება „ლელოს“, შედიან არჩევნებზე, რადგან ვერ ხედავენ ხალხის ძალას, თუ დაინახავენ, მგონია, რომ შესაძლებელია, უარი თქვან

ვერ გაძლო, ნებისყოფა არ ეყო, გაიქცა და ახლა დგას და თავისი მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს იმით, რომ აქ აბაიბურებს პროცესს, - ამის შესახებ „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

ჩერგოლეიშვილის შეფასებით, ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო გაძლიერებულია, მაგრამ გიორგი გახარიას ამის დანახვა არ უნდა.

„კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო - ხომ გაგიგიათ ასეთი გამოთქმა? ვერ გაძლო, ნებისყოფა არ ეყო, გაიქცა და ახლა იქიდან დგას და თავისი მნიშვნელობის გაზრდას ცდილობს იმით, რომ აქ აბაიბურებს პროცესს. ამის დანახვა უნდა თუ არა გახარიას, ოპოზიცია გაძლიერებულია. რამ შეიძლება ოპოზიცია გააძლიეროს? თუ არსებობს ხალხი, რომელიც მას ენდობა. ფული ვერ გააძლიერებს, თუ ბიძინას დამარცხებაა ამოცანა, რადგან ის რამდენიმე ნაბიჯით წინ იქნება.

ეს იყო მისი არჩევანი და ზოგადად კაცს კარგად არ ახასიათებს, როდესაც პასუხისმგებლობას გაურბის საკუთარ არჩევანზე. არჩევანი ჰქონდა ზუსტად ისე, როგორც ჰქონდა ბადრი ჯაფარიძეს, ხაზარაძეს და ბევრს სხვა პოლიტიკოსს, რომელიც ციხეში წავიდა და არ გაქცეულა. მე არ განვსჯი მას იმისთვის, რომ გაიქცა, მე უბრალოდ ვეხმაურები მის საქციელს, როდესაც იმის ზრდილობა არ გყოფნის, რომ როდესაც კაცი ბრძოლის ველიდან გაიქცევი, იქიდან იმას არ გაუბაიბურო შრომა ვინც, საკუთარი თავისუფლების ფასად აქ იბრძვის. არ ვიცი სად გაიზარდა საერთოდ. უსაქციელობაა ეს. უსაქციელობა იყო მიშას შემთხვევაშიც, როცა 8 წლის განმავლობაში ამას აკეთებდა და უსაქციელობაა ამ შემთხვევაშიც“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

კითხვაზე, არის თუ არა შანსი, რომ „ლელომ“ უარი თქვას არჩევნებში მონაწილეობაზე, თამარ ჩერგოლეიშვილი პასუხობს, რომ „ლელომ“ თუ ხალხის ძალა დაინახა, შეიძლება არჩევნებზე უარი თქვას.

„ახლა იმიტომ შედიან არჩევნებში, რომ ხალხის ძალას ვერ ხედავენ. მანდატებიო - რატომ დაყარეს თავის დროზე? იმიტომ რომ ხალხის ძალას ხედავდნენ და ხალხის ძალამ აიძულა. ახლაც თუ დაინახავენ, მე მგონია, რომ შესაძლებელია“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად