თაზო დათუნაშვილი - მიზანი ამ ბოროტების კოლიზეუმის, რომელიც თეა წულუკიანმა პარლამენტის შენობაში გამართა და კომისიას ეძახის, საქართველოს ისტორიის რუსეთის სასარგებლოდ გადაწერა იყო - მეტი შინაარსი 420-გვერდიან ბოდვას არ გააჩნია

ეს არის პროკურატურის თაროზე შემოსადებად გამზადებული, ტყუილებზე დაფუძნებული საქმეები, რომლითაც ისინი აპირებენ პოლიტიკურ ოპოზიციასთან ბრძოლას. მეტი შინაარსი ამ კომისიის 420-გვერდიან ბოდვას არ გააჩნია, - ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნის შესახებ განაცხადა, რომელიც დღეს კომისიის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა პარლამენტში წარადგინა.

დათუნაშვილის შეფასებით, საგამოძიებო კომისიის მთავარი მიზანი საქართველოს ისტორიის გადაწერა და პოლიტიკურ ოპონენტებზე შურისძიება იყო.

“მთელი ამ პროცესის მანძილზე ვამბობდით, რომ მიზანი ამ ბოროტების კოლიზეუმის, რომელიც თეა წულუკიანმა პარლამენტის შენობაში გამართა და მას საპარლამენტო კომისიას ეძახის, მიზანი იყო ერთი მხრივ, საქართველოს ისტორიის გადაწერა არა საქართველოსთვის სახარბიელოდ, რუსეთის სასარგებლოდ ისტორიის გადაწერა, ვგულისხმობ "ვარდების რევოლუციას" და "აგვისტოს ომს", რუსულ აგრესიას და აქ გამოიყვანა ჩვენი სახელმწიფო, როგორც დამნაშავე და მეორე მიზანი არის, პოლიტიკურ ლიდერებზე, პოლიტიკურ ძალებზე და პოლიტიკურ ოპოზიციაზე რაღაც ლეგალისტური ბერკეტების დაკიდება იმისთვის, რომ ციხე ემუქრებოდეს აბსოლუტურად ყველას.

დიდი მიზანი, რომელიც ივანიშვილს აქვს, ამ ქვეყანაში დაამყაროს საბოლოოდ ავტოკრატიული რეჟიმი, ამ მიზანს ემსახურება პოლიტიკური პარტიების აკრძალვის, გაქრობის, დისკრედიტაციის, დევნის მცდელობა.

ეს არის პროკურატურის თაროზე შემოსადებად გამზადებული, ტყუილებზე დაფუძნებული საქმეები, რომლითაც ისინი აპირებენ პოლიტიკურ ოპოზიციასთან ბრძოლას. მეტი შინაარსი ამ კომისიის 420-გვერდიან ბოდვას არ გააჩნია. ეს არის ბოდვა, რომელიც ერთწლიანი შოუს შედეგად დადო ამ კომისიამ”, - განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა