მესტიაში, ტურისტებზე დავდასხმის და ერთ-ერთის მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულებს 18-18 წლით პატიმრობა მიესაჯათ

2025 წლის იანვარში, მესტიაში, ტურისტებზე დავდასხმის და ერთ-ერთის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს 18-18 წლით პატიმრობა მიესაჯათ. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ყაჩაღობის და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტებზე ორი პირი დამნაშავედ ცნო.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2025 წლის 5 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტში, ბრალდებულები ყაჩაღურად თავს დაესხნენ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს, რა დროსაც ერთ-ერთმა ბრალდებულმა დანის მუქარით, ერთ დაზარალებულს წინააღმდეგობის გაწევის უნარი შეუზღუდა, ხოლო მეორე ბრალდებულმა არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაზიანება მიაყენა მას. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდეგ, ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღის და დანის გამოყენების მუქარით მეორე დაზარალებული იძულებით ჩასვეს ავტომანქანაში და დაუსახლებელ ადგილას დატოვეს, რომელსაც დახმარება გამვლელებმა აღმოუჩინეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 6 იანვარს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „გ“ და „ი“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ჯგუფურად, სხვა დანაშაულის დაფარვის და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით), 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინათ, ხოლო ერთ-ერთ ბრალდებულს ასევე ბრალდება 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18-18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია