8 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში დროებით შეიზღუდება

დედაქალაქის მერიის ცნობით, ვაკის რაიონში გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სრული რეაბილიტაცია დასასრულს მიუახლოვდა. პროექტის დასრულებასთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიების გამო, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს, 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76 - დან (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე საგზაო მონაკვეთში.

„შეზღუდვის პერიოდში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერისტეტის ქუჩისა და ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით, ხოლო წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების დასახლების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგები-უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით. ასევე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიურომდე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, N309, N351 და N358 ავტობუსები, რომლებიც რეაბილიტაციის პერიოდში შეზღუდული მარშუტით მოძრაობდნენ, ამჯერად იმოძრავებენ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიამდე.

8 სექტემბრის 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სრულად აღდგება როგორც საავტომობილო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, ყველა მიმართულებით. რეაბილიტაციამდე მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვლავ დადგენილი მარშრუტით იმოძრავებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია