ენერგეტიკის სასწავლო ცენტრში სასწავლო კურსზე „ელექტროენერგეტიკის რეგულირების მექანიზმები და პრაქტიკა“ რეგისტრაცია დაიწყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) ინფორმაციით, მათ მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი ახალ სასწავლო კურსს აცხადებს, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროენერგეტიკის რეგულირების თეორიული და პრაქტიკული ასპექტების შესახებ ცოდნის გაღრმავებას.

მათივე ცნობით, სასწავლო კურსი შემუშავებულია ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის გუნდის მიერ და პასუხობს ენერგეტიკის სექტორის გამოწვევებს.

„კურსი განკუთვნილია: ენერგეტიკის სექტორსა და რეგულირებად კომპანიებში დასაქმებული სპეციალისტებისთვის; იმ პირებისთვის, რომლებიც სწავლობენ ან მუშაობენ ენერგეტიკის, ეკონომიკის, სამართლის, საჯარო მმართველობისა და ტექნიკური მეცნიერებების სფეროებში; ელექტროენერგეტიკის სექტორის სტრუქტურის, მართვისა და რეგულირების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის.

კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეები შეიძენენ საფუძვლიან ცოდნას ელექტროენერგეტიკის რეგულირების საკანონმდებლო, ეკონომიკურ და ტექნიკურ მექანიზმებზე; გაიღრმავებენ უნარებს ენერგეტიკული სექტორის ეფექტიანი ანალიზისა და მართვის მიმართულებით; გაეცნობიან ევროპულ რეგულაციურ პრაქტიკებსა და სექტორის ლიბერალიზაციის ძირითად პრინციპებს.

ტრენინგებს ატარებენ პროფესიონალები, რომლებიც ფლობენ მრავალწლიან პრაქტიკულ გამოცდილებას ენერგეტიკის რეგულირების, სექტორის მართვისა და პოლიტიკის დაგეგმვის მიმართულებით.

კურსის მონაწილეებს ტესტირების შემდგომ, გადაეცემათ სერტიფიკატები.

კურსზე რეგისტრაცია შესაძლებელია შემდგომი ბმულის საშუალებით: https://entc.ge/ka/application_form“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს