„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ბრენდინგის საფუძვლებზე საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართება

„საქართველოს ბანკის“ ორგანიზებით, 15 სექტემბერს 15:00 საათზე მეწარმე ქალებისთვის ბრენდინგის საფუძვლების შესახებ, ვორკშოპი გაიმართება. ვორკშოპს ბრენდის დიზაინერი, ერეკლე ინაშვილი გაუძღვება და დამსწრეებს პრაქტიკულ მაგალითებსა და მეთოდებს გააცნობს.

მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები ოთხსაათიან სამუშაო სესიაზე ბრენდინგის შესახებ საბაზისო ცოდნას მიიღებენ, გაიგებენ, რა არის ბრენდის არქეტიპული მოდელი და უნიკალური განმასხვავებელი ნიშანი. ამასთანავე, ბრენდის ვიზუალური იდენტობის შესაქმნელად პრაქტიკულ მაგალითებს გაეცნობიან.

„საქართველოს ბანკისთვის მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენ მუდმივად ვქმნით ისეთ შესაძლებლობებს, რომლებიც მათ განვითარებასა და ზრდას შეუწყობს ხელს. ბრენდინგის თემაზე ვორკშოპი ბიზნესებისთვის საკუთარი უნიკალური იდენტობის ჩამოყალიბებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. გვჯერა, რომ მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები მათ ბაზარზე უფრო ეფექტურად პოზიციონირებასა და საკუთარი შესაძლებლობების სრულად რეალიზებაში დაეხმარება,“ – აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ღონისძიება საქართველოს ბანკის 4B სივრცეში, ალექსანდრე ყაზბეგის N15-ში გაიმართება.

ღონისძიებაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია საქართველოს ბანკის ვებგვერდიდან.

აღსანიშნავია, რომ ვორკშოპები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360° პლატფორმის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ბიზნეს 360° აერთიანებს ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო რესურსები, ინდივიდუალური პროგრამები, შეთავაზებები, სექტორული ანალიზები და სხვა.

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს