მიხეილ გახოკიძის ქუჩაზე 10 სექტემბერს საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

სამგორის რაიონში მიხეილ გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. აღნიშნულ ქუჩაზე დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებით, 10 სექტემბრის 08:00 საათიდან 09:00 საათამდე, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თაყაიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა სრულად შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში გადაადგილება შესაძლებელი იქნება ხომლელისა და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩების და მათი დამაკავშირებელი - დიმიტრი ალექსიძის, სესილია თაყაიშვილის, იოთამ ზედგენიძის, ვიქტორ კუპრაძისა და რაჭის ქუჩების გავლით, ასევე, მეგობრობის, მშვიდობისა და ალექსანდრე თვალჭრელიძის ქუჩების გამოყენებით.

„09:00-დან 13:00 საათამდე პერიოდში კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მიხეილ გახოკიძის ქუჩის მხოლოდ ერთ, „ისთ ფოინთის“ მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ ქუჩის დარჩენილ მონაკვეთში და მიმდებარე ქუჩებზე: სესილია თაყაიშვილის, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა, ევგენია მაისურაძისა და ხომლელის ქუჩებზე.

რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, „ისთ ფოინთის“ მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსები: N519, N524, N540 და N554 დროებით იმოძრავებენ საქართველოს ერთიანობის მებრძოლთა ქუჩის, მიხეილ გახოკიძის მონაკვეთის, მაისურაძისა და თვალჭრელიძის ქუჩების გავლით. აღნიშნული ტრანსპორტი უკუმიმართულებითაც გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს.

N547 მიკროავტობუსი შეზღუდვის პერიოდში მგზავრებს გახოკიძის ქუჩის N10-ის მიმდებარე ტერიტორიამდე მოემსახურება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში