თიბისის მხარდაჭერით შემოქმედებითი ინდუსტრიის საერთაშორისო ფესტივალი AD BLACK SEA 2025 იწყება

რეგიონის მთავარი მოვლენა შემოქმედებით ინდუსტრიაში, Ad Black Sea ფესტივალი, ხვალიდან იწყება და საკომუნიკაციო ინდუსტრიის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლებს. ფესტივალის უცვლელი პარტნიორია თიბისი.

11-13 სექტემბერს, ტრადიციულად ბათუმში, ფესტივალი უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი პროფესიონალებისა და საინტერესო ადამიანების გამოსვლებს, ვორქშოფებსა და პანელურ განხილვებს. ორგანიზატორები ჯამში 1400-მდე ქართველ და უცხოელ დელეგატს ელიან. წინა წლების მსგავსად, წელსაც თიბისის მხარდაჭერით არაერთი საინტერესო სესია გაიმართება. მათ შორის იქნება შემოქმედებითი გუნდების სწორ მუშაობაზე ორიენტირებული კომპანიის - Let’s Lightbubl-ის დამფუძნებელი Tim Leake-ის გამოსვლა კოლაბორაციის თემაზე და ვორქშოფი სწრაფი იდეების გენერირებაზე.

AD BLACK SEA ფესტივალი ეს არის შესაძლებლობა, სფეროთი დაინტერესებული ადამიანები გაეცნონ შემოქმედებით ინდუსტრიაში არსებულ ტენდენციებს, გაიღრმაონ პროფესიული ცოდნა და გაიცნონ სფეროს წამყვანი პროფესიონალები.

თიბისი და AD BLACK SEA ფესტივალის დაარსებიდან, 2015 წლიდან პარტნიორები არიან. თიბისისთვის, შემოქმედებითი ინდუსტრიის მხარდაჭერა და მისი განვითარება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. AD BLACK SEA უკვე მეცხრე წელია იმართება ბათუმში, სადაც ევროპის და აზიის ქვეყნების წარმომადგენლები ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

წელს, უკვე მესამედ, AD BLACK SEA-ზე თიბისი წარადგენს ნომინაციას Young Creative და წლის ყველაზე შემოქმედებით ახალგაზრდას დააჯილდოებს. ფესტივალის შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

თიბისი, როგორც ბრენდის ღირებულებები, განვითარებაზეა ორიენტირებული და ასეთი ღონისძიებები, შემოქმედებით თვალსაწიერს აფართოებს და ამ ინდუსტრიის წარმომადგენლებს აძლევს მოტივაციას, მიიღონ ახლი ცოდნა, გამოცდილება და დაარწმუნოს, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, მთავარია გჯეროდეს.

(R)

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს