Euromoney-იმ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა

გალტ & თაგარტმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება მიიღო. პრესტიჟულმა გამოცემა Euromoney-იმ „2025 წლის კაპიტალის ბაზრების დაჯილდოებაზე“ იგი საქართველოში საუკეთესო საბროკერო კომპანიად დაასახელა.

კაპიტალის ბაზრების დაჯილდოება გამოცემის ჯილდოს - Awards for Excellence-ის ნაწილია და მისი მიზანი ბაზრის მონაწილეთა ახალი სეგმენტის აღიარება და წარმოჩენაა. პროგრამაში ფასიანი ქაღალდების ბირჟები, საბროკერო კომპანიები, ბროკერ-დილერები და პოსტ-ტრეიდინგის სერვისის მიმწოდებლები მონაწილეობენ.

„ინდუსტრიის წამყვანი დაჯილდოების, Awards for Excellence-ის წარმატებული ხაზი გრძელდება, რომლითაც ჩვენ გლობალურად, საბანკო სექტორის მოთამაშეებს წარმოვაჩენთ. “კაპიტალის ბაზრების დაჯილდოების” ინიციატივით კი ამ პრესტიჟულ აღიარებას ბაზრის მონაწილეთა ახალ სპექტრზე ვავრცელებთ”, - აღნიშნავს ლორი მაკატრი, Euromoney-ის კაპიტალის ბაზრების ხელმძღვანელი.

„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ Euromoney - მსოფლიოში გამორჩეული ფინანსური გამოცემა გალტ & თაგარტის საქმიანობასა და გამოცდილებას დადებითად აფასებს. ეს ჯილდო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ძალისხმევას, მუდმივად ვუპასუხოთ მომხმარებელთა საჭიროებებს და მათ მაღალი ხარისხის საინვესტიციო და საბროკერო სერვისები შევთავაზოთ. მადლობას ვუხდი გუნდის წევრებს, რადგან აღნიშნული ჯილდო თითოეული მათგანის შრომისა და ძალისხმევის შედეგია,“ – აცხადებს გიორგი კუპრაშვილი, გალტ & თაგარტის გენერალური დირექტორი.

ინფორმაციისთვის, ფინანსურმა გამოცემა Euromoney-მ წელს გალტ & თაგარტს კიდევ ერთი, 2025 წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკის ჯილდო გადასცა.

გალტ & თაგარტი საინვესტიციო ბანკი და უმსხვილესი საბროკერო კომპანიაა საქართველოში. იგი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო, რეგიონალურ და ლოკალურ ბაზრებზე არსებული მრავალი ტიპის სხვადასხვა საინვესტიციო ინსტრუმენტით ივაჭრონ. გალტ & თაგარტის ბროკერები მომხმარებლებს ინფორმირებული საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარებიან. უნიკალური პროფესიონალური საინვესტიციო პლატფორმით G&T Trader-ით ინვესტორებს წვდომას აქვთ 50+ საერთაშორისო ბირჟაზე და საინვესტიციო აქტივების ფართო არჩევანზე.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია