ირაკლი კუპრაძემ ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სიორიძესთან ერთად შეხვედრები გამართა

პარტიების „ძლიერი საქართველო“ და „გახარია - საქართველოსთვის“ თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ირაკლი კუპრაძე ისნის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ გიორგი სიორიძესთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ძლიერი საქართველო“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ადგილობრივები მერობის კანდიდატს მძიმე საცხოვრებელი პირობების შესახებ ესაუბრნენ და არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში პრობლემის მოგვარება სთხოვეს.

„მერვე ლეგიონის მოსახლეობას ავარიულ სახლებში უწევს ცხოვრება. საცხოვრებელი კორპუსების ნაწილი იმდენად ავარიულია, რომ შესაძლოა ნებისმიერ დროს ჩამოინგრეს.

ადგილობრივების თქმით, ისინი დაბზარულ კედლებში ათენებენ ღამეს და იძულებულები არიან, შეეგუონ უმძიმეს ცხოვრებას. კახა კალაძის მთავრობამ მათ ბინების დასაქირავებლად და ავარიული სახლებიდან გასაყვანად იმდენად მიზერული თანხები შესთავაზა, რომ თავშესაფარს ვერსად ქირაობენ.

„ძლიერი საქართველო - ლელოს“ საარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, სწორედ 10 ათასი ავარიული სახლის პრობლემის მოგვარებაა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია