საგამოძიებო სამსახურმა „გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის მაგისტრალურ მილსადენში ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის მაგისტრალურ მილსადენში არსებული ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

ამის შესახებ საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ია ახალაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურასთან კოორდინაციით, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სახელმწიფოს მიერ 100 %-ანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის მაგისტრალურ მილსადენში არსებული ბუნებრივი აირის ქურდობის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი.

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებული, შიდა ქართლის რეგიონში წლების განმავლობაში ფლობდა პურის ქარხანას, სადაც წარმოებული პურ-პროდუქტებით მარაგდებოდა რეგიონის მოსახლეობა. პურის ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბრალდებულს კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ავტო გაზგასამართი სადგური და ყოველდღიურად ახდენდა ათეულობით ავტომობილის გაზით გამართვას. დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღებისა და შესაბამისი კომერციული საქმიანობისათვის აუცილებელი ხარჯებისათვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულმა, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, განახორციელა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კუთვნილი გაზის ორ მაგისტრალურ მილსადენზე უკანონო დაერთება, რა გზითაც, 2024-2025 წლების განმავლობაში, იგი ფარულად დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ 4 347 000 ლარის ღირებულების ბუნებრივ აირს. ბრალდებულის მიერ ჩადენილი დანაშაული გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 10 წლამდე ვადით.

ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები და საგამოძიებო მოქმედებები, როგორც ფარულად დაუფლებული ბუნებრივი აირის ზუსტი ოდენობისა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების დადგენა-მხილების მიზნით, ასევე ბრალდებულის მიერ, დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდების ფაქტთან დაკავშირებით“, -განაცხადა ია ახალაიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს