ქუთაისში „სმარტის“ მორიგი მარკეტი გაიხსნა

„სმარტი“ ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ქუთაისში, გრიშაშვილის #30-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე მორიგ მარკეტს (Convenience Store) ხსნის. წლის ბოლომდე „სმარტი“ უფრო დიდი ფორმატით გაიხსნება ბორჯომშიც და მთელი საქართველოს მასშტაბით გაშლილი 51 მარკეტით „ვისოლთან“ ერთად „კეთილი მგზავრობისთვის“ ყველა საჭირო პირობას შექმნის. ახალგახსნილი ობიექტის ჩათვლით „სმარტი“ იმერეთის რეგიონში უკვე 10-მდე მარკეტით იქნება წარმოდგენილი.

„სმარტი” ქსელის რეგიონალურ განვითარებას განაგრძობს და ქუთაისში „სმარტის“ მორიგ მარკეტს ხსნის. ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ჩვენი ესკლუზიური იმპორტის თუ გზად საჭირო ყველა სხვა პროდუქტის შეთავაზება საქართველოს ყველა კუთხეში მოგზაურობისას. “ვისოლის” ავტოგასამართ სადგურებზე უმაღლესი ხარისხის საწვავის შეძენასთან ერთად „სმარტში“ სტუმრობა მომხმარებელს დამატებით კომფორტს და უნიკალურ გამოცდილებას უქმნის. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრები ხშირად „სმარტის“ მარკეტის გარდა, „საბვეის“, „ვენდისისა“ და „დანკინის“ ამერიკულ რესტორნებსაც მოიცავს, რაც ჩვენი კორპორაციული უპირატესობაა”, - აცხადებს “ვისოლისა“და “სმარტის” გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

ქუთაისში ახალგახსნილ „სმარტს“ მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზებაც აქვს. 11 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, ყოველდღე, „სმარტის“ საფირმო ჰოთ-დოგზე 50% ფასდაკლებაა.

„სმარტი“„ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და „ვისოლის“ მობილური აპლიკაციის მეშვეობით, მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აქციების დროს მიიღონ ექსკლუსიური ფასდაკლებები სხვადასხვა პროდუქტებზე, დააგროვონ ქულები თითოეული ტრანზაქციისას, მიიღონ სპეციალური შეთავაზებები და საჩუქრები. დაგროვებული ქულების გამოიყენება კი შესაძლებელია როგორც „სმარტის“ ქსელში, ასევე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურებზე. შესაბამისად, ლოიალობის სისტემა წარმოადგენს ერთიან ციფრულ ეკოსისტემას, რომელიც მომხმარებელს ერთგულებისათვის მრავალფეროვან სარგებელს სთავაზობს.

„ვისოლმა“ ბოლო წლებში „სმარტის“ ქსელის განვითარება საშუალო ფორმატის მარკეტებით განაგრძო ავტოგასამართ სადგურებსა და ცენტრალურ მაგისტრალებზე არსებულ „ვისოლ ჯგუფის“ დასვენებისა და მომსახურების ცენტრებში. „სმარტის“ თითქმის ყველა მარკეტში მომხმარებელს კომფორტული კაფე ელის, სადაც „სმარტის“ წარმოებულ უგემრიელეს საკონდიტრო ნაწარმსა თუ ფუნთუშეულს იტალიურ ყავა „ტრუჩილოსთან“ ერთად სულ სხვა გემო აქვს. „სმარტი“ გამორჩეულია ბაზარზე საკუთარი იმპორტის ექსკლუზიური პროდუქტებით და მომსახურების ევროპული სტანდარტებით. „სმარტს“ შეფ ლუკა ნაჭყებიას რეცეპტით დამზადებული სენდვიჩების და ჰოთდოგის ყველაზე გემრიელი არჩევანი აქვს. „სმარტმა“ შეფ ავთო ცეცხლაძესთანაც დაიწყო თანამშრომლობა და არგვეთას მონაკვეთზე არსებულ დასვენებისა და მომსახურების ცენტრში მისი რეცეპტით დამზადებულ უთხელეს და უგემრიელეს ტაფის „კეცილ“ ხაჭაპურსა და ლობიანსაც მიირთმევთ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია