ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა Energo Hack 2025-ის ფარგლებში თავის რჩეულ გუნდს პრიზი გადასცა

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ორგანიზებით კასპის ტექნოპარკში ჰაკათონი Energo Hack 2025 გაიმართა. სემეკის მიერ დაფუძნებულმა ენერგეტიკის სასწავლო ცენტრმა, როგორც ჰაკათონის გენერალურმა პარტნიორმა, თავის რჩეულ გუნდს - MeterLink-ს 5000 ლარის ოდენობის პრიზი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ავრცელებს.

მათი ცნობით, MeterLink არის Google-ს ღრუბლოვან დატა ბაზაზე დაფუძნებული IOT სისტემა, რომელიც სამომხმარებლო და ბიზნეს სექტორისთვის ამარტივებს ენერგეტიკული დანახარჯების აღრიცხვა-კონტროლს და მომხმარებელს აძლევს საშუალებას გამოიმუშაოს ენერგო დაზოგვის უნარები, შეამციროს ენერგეტიკული დანახარჯები. MeterLink აერთიანებს არსებულ მრიცხველთან დაკავშირებულ ჭკვიან სენსროს, კედლის საიდენტიფიკაციო მოწყობილობას (user interface)და სმარტფონის აპლიკაციას, ასევე, სურვილის შემთხვევაში დატა ბაზასთან წვდომა შესაძლებელია ჰქონდეს ენერგო მიმწოდებელ კომპანიებს დისტანციური აღრიცხვისა და კონტროლისათვის.

„ჰაკათონ Energo Hack 2025-ის მიზანი იყო საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკის სექტორში პრობლემების/გამოწვევების გამოვლენა, შემდეგ კი მათი გადაწყვეტის მიზნით, ინოვაციური მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენება და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა. ჰაკათონის 60-მდე მონაწილე მთელი საქართველოდან, 38 საათის განმავლობაში, კასპის ტექნოპარკში ინტენსიურად მუშაობდა საკუთარ იდეებსა და პროტოტიპებზე. დასკვნით ეტაპზე კონკურსანტებმა 23 პროექტი კომპეტენტური კომისიის წინაშე წარადგინეს.

ჰაკათონი ასევე მიზნად ისახავდა პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციურ და ტექნოლოგიურ იდეებზე მომუშავე ადამიანებთან და მათ შორის ახალი საქმიანი ურთიერთობის ჩამოყალიბების სტიმულირებას; კომერციალიზაციის მქონე ინოვაციური/ტექნოლოგიური სტარტაპ იდეებისა და პროტოტიპების შექმნას; რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ ადამიანებში ინოვაციური აზროვნების, უნარების განვითარებას; რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობის ზრდას საქართველოს ინოვაციურ და სტარტაპ ეკოსისტემაში.

Energo Hack 2025- ში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის დარგის მწარმოებელმა კომპანიებმა, ენერგეტიკის დარგით დაინტერესებულმა მეწარმეებმა, სტარტაპებმა და სტუდენტებმა, პროტოტიპირებით, ინჟინერიით (განსაკუთრებით ენერგო/ელექტრო), პროგრამირებით, დიზაინითა და ტექნოლოგიური მეწარმეობით დაინტერესებულმა ინოვატორებმა.

ჰაკათონი დაფინანსდა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ. ჰაკათონის მხარდამჭერი იყო სემეკი; ჰაკათონის გენერალური პარტნიორი - სემეკის მიერ დაფუძნებული ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი; ჰაკათონის პარტნიორი ორგანიზაციები - სსე (საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემები), GRPC (საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია), "ლურჯი ოკეანე", "სოკარი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია