13-14 სექტემბერს გადაიხადე SOLO-თი და დაიბრუნე 40%  „სითი მოლებში“ მდებარე „ბიბლუსის“, „პეპელას“, „XS სათამაშოებისა“ და „კარტერსის“  ფილიალებში

სასკოლო სიურპრიზები „ბიბლუსისა“ და მისი პარტნიორებისგან გრძელდება - 13-14 სექტემბერს მხოლოდ საბურთალოსა და გლდანის „სითი მოლებში“ მდებარე „ბიბლუსში“, „პეპელაში“, „XS სათამაშოებსა“ და „კარტერსში“ SOLO, SOLO X და Wealth Management-ის Mastercard World Elite ბარათებით გადახდისას 40%-იან ქეშბექს მიიღებთ (მაქსიმუმ 300 ლარი).

შეთავაზება მოქმედებს ბრენდების სრულ ასორტიმენტზე. არ გამოტოვოთ შესაძლებლობა, მოიმარაგოთ უმაღლესი ხარისხის საკანცელარიო აქსესუარები, ჩანთები, წიგნები, საბავშვო ტანსაცმელი თუ შეიძინოთ დიდი ხნის სასურველი სათამაშოები თქვენი პატარებისთვის.

„სითი მოლების“ „ბიბლუსის“ ფილიალებში წარმოდგენილია ყველაფერი, რაც სასკოლოდ სჭირდებათ სხვადასხვა ასაკისა თუ გემოვნების მომხმარებლებს. უფრო დეტალურად, ადგილზე დაგხვდებათ 6000-ზე მეტი სა­ხე­ო­ბის სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თი; 3 მი­ლი­ო­ნამ­დე პროდუქ­ტი; ხა­რის­ხი­ა­ნი ბრენ­დე­ბი (MILAN, PONTO, CENTRUM Koopman და სხვა), სა­ო­ცა­რი ფა­სე­ბი და რაც მთავარია, ყველაფერი ერთ სივრცე­ში, რაც დროის დაზოგვის საშუალებას მოგცემთ და სამზადისს სასიამოვნოს გახდის.

სავაჭრო ცენტრების ფილიალებში ასევე წარმოდგენილი იქნება „ბიბლუსისა“ და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომლობით შექმნილი კოლექცია ეროვნული ნაკრების წევრების გამოსახულებითა და სიმბოლიკით.

„კარტერსში“ კი დაგხვდებათ საბავშვო ტანსაცმლის მრავალფეროვანი არჩევანი და რაც მთავარია, განახლებული სეზონური კოლექციები, რაც არჩევანს გაგიმარტივებთ.

„პეპელასა“ და „XS სათამაშოებში“ ტრადიციულად წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხის, სერტიფიცირებული სათამაშოები, რომლებსაც აწარმოებენ მსოფლიოს ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა Barbie, LEGO და სხვა. მათი შეძენა კი ორი დღის განმავლობაში საუკეთესო ფასად შეგიძლიათ.

მოინიშნეთ 13-14 სექტემბერი, ესტუმრეთ საბურთალოსა და გლდანის „სითი მოლებს“ და მოემზადეთ სასკოლოდ საუკეთესო ფასად! პროდუქციას კი გაეცანით ბმულზე.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია