ვაზისუბანში 157-ე სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისში, ვაზისუბანში 157-ე სკოლასთან მშობლები და მოსწავლეები საპროტესტო აქციას მართავენ. პროტესტის მიზეზი ის გახდა, რომ 157-ე სკოლაში სასწავლო პროცესი უკვე მეორე წელია ვერ დაიწყო.

როგორც ადგილზე შეკრებილი მშობლები განმარტავენ, არსებობს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, სკოლა რეაბილიტაციას საჭიროებს, თუმცა მეორე წელია სკოლაში არანაირი სარეაბილიტაციო სამუშაოები არ დაწყებულა, შესაბამისად, სკოლის ფუნქციონირება უკვე მეორე წელია შეჩერებულია, მოსწავლეები კი სხვადასხვა, ახლომდებარე სკოლებში არიან განაწილებულები.

მათივე თქმით, ეჭვი არსებობს, რომ სკოლის ტერიტორიაზე კომერციული ინტერესები არსებობდეს.

„მოგვაქციონ ყურადღება, ეს სკოლა დასანგრევი არ არის. რა თქმა უნდა, კომერციული ინტერესები არის ყველაფრის მიზეზი, რომელსაც აქარწყლებენ, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მიზანმიმართულად ხდებოდა წლების განმავლობაში მუშაობა მშობლებთან, რომ დავკარგოთ კონტინგენტი, ეს არის უზარმაზარი ტერიტორია და აქ კომპლექსის აშენება იგეგმება“, - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა.

ცნობისთვის, დღეს, 15 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს