„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, კომპანია ქრონომეტრი ახალ მულტიფუნქციურ პროექტს ახორციელებს

„საქართველოს ბანკი“ დეველოპერული ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია ქრონომეტრი ლისზე, ელგუჯა ამაშუკელის ქ. 11-ში, ბიზნეს ცენტრისა და საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობას ახორციელებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 28 მლნ დოლარია. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ფინანსური ინვესტიცია კი 16.4 მლნ დოლარს შეადგენს.

აღნიშნული პროექტის მშენებლობა ლისზე, 4,558 კვ.მ ფართობზე მიმდინარეობს და ის ბიზნეს ცენტრსა და საცხოვრებელ სივრცეებს ითვალისწინებს. კომპლექსი 13 სართულიანია, ის 167 ბინას, ორდონიან მიწისქვეშა ავტოსადგომს, აუზს, სპას, გამწვანებულ ეზოსა და საბავშვო მოედანს აერთიანებს. პირველი 4 სართული კი კომერციულ, საოფისე და სპორტულ გამაჯანსაღებელ სივრცეებს დაეთმობა.

მშენებლობა 2024 წლის ბოლოს დაიწყო და 2027 წლის ივნისში დასრულდება.

ქრონომეტრი დეველოპერული კომპანიაა, რომელიც ქალაქში ახალ მულტიფუნქციურ, მოქნილ და დინამიკურ საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეებს ქმნის. კომპანიის ჯგუფში შემავალ „შპს დაგის" სამშენებლო სექტორში დაგროვილი დიდი გამოცდილება და 20 წლის განმავლობაში 600-ზე მეტი დასრულებული კომერციული, საცხოვრებელი, საზოგადოებრივი თუ ინფრასტრუქტურული პროექტი აქვს.

„ქრონომეტრი ლისზე არის ბიზნესს კლასის კომპლექსი, რომელიც ითვალისწინებს როგორც საცხოვრებელი სივრცეების, ასევე ბიზნეს ცენტრის მშენებლობას, თანამედროვე ადამიანის კომფორტული ცხოვრებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ელემენტის გათვალისწინებით. ჩვენი მიზანია მაცხოვრებლებს შევუქმნათ მეტი კომფორტი, მივცეთ შესაძლებლობა იმუშაონ პროდუქტიულად, იცხოვრონ უსაფრთხოდ და რაც მთავარია არ დაკარგონ ბალანსი მათ შორის. ჩვენს ჯგუფში შემავალ კომპანიებს საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. მოხარულები ვართ, რომ ეს პარტნიორობა გრძელდება, რადგან ბანკი აქტიურად გვიწყობს ხელს ჩვენი ბიზნესის დეველოპერული მიმართულებით განვითარებასა და გაძლიერებაში“, განაცხადა ქრონომეტრის დირექტორმა, დავით გულორდავამ

„საქართველოს ბანკი სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესის გაძლიერებას წლებია უცვლელად უჭერს მხარს. მოხარულები ვართ,რომ ჩვენი დიდი ხნის პარტნიორი კომპანია დეველოპმენტის მიმართულებით ვითარდება და ამჯერად ქრონომეტრის პროექტს ახორციელებს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს, ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი ძაგანიამ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია