მეტე ფრედერიქსენი - შორი რადიუსის რაკეტებსა და დრონებს შევიძენთ -  ეჭვგარეშეა, რუსეთი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დანიისა და ევროპისთვის კვლავ საფრთხე იქნება

დანია შორი რადიუსის რაკეტებსა და დრონებს შეიძენს , - ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა განაცხადა.

„რუსეთი ჩვენს ერთობას ცდის. ეჭვგარეშეა, რომ რუსეთი მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში დანიისა და ევროპისთვის კვლავ საფრთხე იქნება“, - განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა.

მისი თქმით, „მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ვითარება სერიოზულია, დანიას ამჟამად საფრთხე არ ემუქრება“.

„აღნიშნული გადაწყვეტილება არა ესკალაციას, არამედ პოლიტიკურ არჩევანს წარმოადგენს. მხოლოდ საჰაერო თავდაცვა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საფრთხეები აირიდო. აუცილებელია, რომ მეტის გაკეთების მზადყოფნა აჩვენო“, - აღნიშნა დანიის პრემიერ-მინისტრმა.

დანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მთავრობა „ქვეყნის თავდაცვის ისტორიაში ყველაზე დიდ ერთჯერად ინვესტიციას ჩადებს“ და საჰაერო თავდაცვისა და სარაკეტო სისტემების შესაძენად 7.7 მილიონ ევროს გამოყოფს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს