ჟინი განათლების გზაზე არ ჩერდება - გახდი საქართველოს ბანკის სტიპენდიატი და ისწავლე დიდ ბრიტანეთში

საქართველოს ბანკი შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდებს, რომლებსაც სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელება დიდ ბრიტანეთში სურთ, აძლევს შესაძლებლობას, გახდნენ საქართველოს ბანკის სტიპენდიატები და მიიღონ სწავლისა და ცხოვრების სრული დაფინანსება.

CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს და ის 7 ოქტომბერს დასრულდება.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებგვერდს.

ინფორმაციისთვის, უკვე 10 წელზე მეტია, საქართველოს ბანკი CHEVENING-ის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში, ყოველწლიურად საკუთარ სტიპენდიატს ავლენს. ბანკი შერჩეულ სტუდენტს დიდი ბრიტანეთის წამყვან უნივერსიტეტებში სამაგისტრო საფეხურზე სწავლისა და მასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ხარჯებს სრულად უფინანსებს. პროგრამის ფარგლებში უკვე გამოვლინდა 30-ზე მეტი სტიპენდიატი. მათი რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

ჩივნინგი 1983 წელს დაარსებული დიდი ბრიტანეთის მთავრობის გლობალური პროგრამაა, რომელსაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები აფინანსებენ. პროგრამის მიზანია უმაღლესი ხარისხის განათლების შეთავაზება მათთვის, ვისაც სწავლა გაერთიანებულ სამეფოში სასურველ უნივერსიტეტსა და სპეციალობაზე სურს. ჩივნინგის სტიპენდიატები მსოფლიოს 118 ქვეყნის წარმომადგენლები არიან. დღესდღეობით, ჯამში, 50 000-ზე მეტი ჩივნინგის კურსდამთავრებულია.

ახალგაზრდების მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს ბანკის CSR მიმართულებისთვის კი უკვე 5 წელზე მეტია განათლება პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ბანკი 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს, რითაც 500 000-ზე მეტი მოსწავლისთვის, სტუდენტისა და ახალგაზრდა პროფესიონალისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორებიც არის: საქართველოს ბანკის სტიპენდიები; გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდია; დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სწავლის სრული დაფინანსება; იდეათეკებისაქართველოს ბანკის ბიბლიოთეკების პროექტი; საქართველოს ბანკისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი – STEM სკოლა; საქართველოს ბანკის ოლიმპიადები მოსწავლეებისთვის: STEM ოლიმპიადა, ეკონომიკის ოლიმპიადა, Kings-ის ფინანსური განათლების ოლიმპიადა, ევერესტი. ამასთან, საჯარო მეტყველების კონკურსი, და სხვა.

საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს ganatleba.bog.ge

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში