ჟინი ყოველთვის იგებს - „საქართველოს ბანკის“ ახალი კამპანია

რა ხდება მაშინ, როდესაც მიზნის მიღწევამდე ერთი ნაბიჯი გაქვს დარჩენილი? რა გაძლევს ძალას, გადალახო დაბრკოლება? რა არის ის, რაც გეხმარება, იპოვო სიჯიუტე, არ შეუშინდე სირთულეებს?

ეს ჟინია.

ჟინი ხელოვნებაშია. ჟინი სპორტშია. ჟინი ბიზნესშია, ჟინი განათლებაშია. ჟინი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაშია.

ჟინი მეორე სუნთქვაა - ის გაძლევს შესაძლებლობას, აღმოაჩინო შენს თავში ენერგია.

ჟინი ძალაა - რომელიც გეხმარება, იპოვო გამძლეობა და დაარწმუნო საკუთარი თავი, რომ მიზნის მისაღწევად, ყველა დაბრკოლებას გადალახავ.

ჟინი რწმენაა - რომ, შესაძლებლობები უსაზღვროა.

ჟინი მუდმივი სვლაა.

ჟინი არ გაჩერებაა.

ჟინი შენშია.

თითოეულ ადამიანს, რომელსაც მიზნად დაუსახავს მუდმივი მოძრაობა, საქართველოს ბანკი ახალი კამპანიით მოუწოდებს, აღმოაჩინონ ჟინი საკუთარ თავში. ჟინი ძალაა, რომელიც ყველას გვაერთიანებს. ჟინი ცეცხლია, რომელიც ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტად იზრდება, უფრო ძლიერდება და გაძლიერებს შენც, მაღალ სიმაღლეებს გაპყრობინებს.

“როდესაც შევხედავთ ამბებს სადაც დიდი მიღწევები მოხდა, ამ ამბების მონაწილე ადამიანებში დავინახავთ ერთ საერთო მახასიათებელს - ჟინს. ჟინი საოცარი სიტყვაა. მასში ერთდროულად თავს იყრის სურვილი, წყურვილი, წადილი, სწრაფვა, ბრძოლისუნარიანობა შეუპოვრობა. ის იმდენად ქართულია რომ მისი ზუსტი თარგმანი არ არსებობს. მიუხედავად ჟინის უდიდესი ძალისა - თითქოს მასზე საკმაოდ ხშირად არ ვსაუბრობთ”, - აღნიშნავს ეკა ყიფიანი, კრეატიული სააგენტო Supermarket-ის თანადამფუძნებელი და კრეატიული დირექტორი.

“საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - ხელი შეუწყოს ადამიანებს, მაქსიმალურად გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი. სწორედ ამიტომ, ჩვენ მიზნად დავისახეთ, ხელი შევუწყოთ ინდივიდებს, საკუთარ თავში აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები, ძალა და ჟინი, რომელიც დაეხმარება მათ, მიაღწიონ დასახულ მიზანს და არ გაჩერდნენ. ჩვენი ახალი კამპანიაც სწორედ ამ მიზანს ემსახურება, შეახსენოს და მოუწოდოს ადამიანებს, რომ - ჟინი ყოველთვის იგებს”, - აღნიშნავს საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია