გია ვოლსკი ჯო უილსონის განცხადებაზე - გამორიცხულია, მსგავსი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება - წინადადებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია იმისკენ, რომ მარიონეტული ხელისუფლება მოვიდეს

საქართველოს დაზიანება და „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში მოყვანა არის [ჯო უილსონის] მიზანი - სწორედ იმ „ნაცმოძრაობისა“, რომელიც სულ ახლახან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენის ჯო უილსონის მიერ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში “ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადების წარდგენას.

მისი თქმით, ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ, მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ, რომ საქართველოში მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს.

„ჯო უილსონს აქვს ერთი აზრი და მიზანი, რომ „ნაცმოძრაობას” ხელისუფლებაში მოსვლაში დაეხმაროს. ეს დიდი ხანია გრძელდება მიუხედავად იმისა რომ “ნაცმოძრაობის” მთელმა ლიდერებმა - სააკაშვილმა, გვარამიამ, ყველამ ლანძღა ტრამპი და მიწასთან გაასწორა. ამის მიუხედავად ჯო უილსონთან თანამშრომლობა არ შეწყვეტილა, ახალ ვითარებაში განახლდა. საქართველოს დაზიანება და “ნაცმოძრაობის” ხელისუფლებაში მოყვანა არის მიზანი - სწორედ იმ “ნაცმოძრაობისა”, რომელიც სულ ახლახან უკანასკნელი სიტყვებით ლანძღავდა რესპუბლიკელების ლიდერს, დონალდ ტრამპს. იგივე პროცესი მიმდინარეობს ბრიუსელში, სადაც წასული არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, რომ როგორმე იქიდან მეტი კრიტიკა წამოვიდეს იმისთვის, რომ მეტი ხალხი გამოვიდეს [აქციაზე] და როგორმე სისხლისღვრა მოხდეს. ნებისმიერი ახალი რეზოლუცია, წინადადებები და მოსაზრებები, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ცნონ და ა.შ მიმართულია ერთი მთავარი მიზნისკენ - საქართველოში უნდა მოვიდეს მარიონეტული ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ომისკენ წაათრევს”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამავე თემაზე საუბრისას ვოლსკიმ აღნიშნა, რომ “გამორიცხულია, მსგავსი უსამართლო დოკუმენტი მიღებული არ იქნება”.

“რომც იყოს რაღაც ჯგუფში მიღებული და აღიარებული - ამას შემდგომი რეალიზება არ ექნება. ვინაიდან მსოფლიოში კონიექტურა იცვლება. ეს კონიექტურა, ახლა მორგებულია იმაზე, რასაც “ნაცმოძრაობა” „ჩალიჩობს“, ომის გაგრძელებაზე - ჩვენ ორიენტირებული ვართ სამშვიდობო პროცესების განვითარებაზე, სადაც რასაკვირველია საქართველო შვებით ამოისუნთქავს თავისი მცირე რესურსებით”, - განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ამერიკელმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა, ჯო უილსონმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტში „ქართული კოშმარის არაღიარების“ შესწორების წინადადება წარადგინა.

შესწორების ტექსტში აღნიშნულია, რომ აშშ-ის არცერთმა თანამდებობის პირმა არ უნდა განახორციელოს რაიმე ქმედება, რომელიც „ქართული ოცნების“ მთავრობის აღიარებისკენ არის მიმართული.

ამასთან, Kyiv Post-ის ვაშინგტონის კორესპონდენტი, ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელში წერს, რომ წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტმა დაამტკიცა ფორმულირება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ავტორიზაციის აქტის ფარგლებში საქართველოში ანტიამერიკული „რუსული ოცნების“ რეჟიმის აღიარებას უკანონოდ ცნობს. შესწორება, მიღებამდე, წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა უნდა დაამტკიცონ.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე