მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფება

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით ბოსნია და ჰერცეგოვინაში იმყოფება.

ევროკომისიის ინფორმაციით, მარტა კოსის ვიზიტის მიზანია ხაზი გაუსვას ევროკავშირის მხარდაჭერას ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ.

ევროკომისარი, ვიზიტის ფარგლებში, ბოსნია და ჰერცეგოვინას საპრეზიდენტო საბჭოს, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ასევე ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეზიდენტს შეხვდება. ის ასევე სიტყვით გამოვა საპარლამენტო ასამბლეის წინაშე.

„ვიზიტის განმავლობაში, ევროკომისარი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადადგას რეფორმებთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი ნაბიჯი ევროკავშირის გზაზე წინსვლისთვის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამასთან, ვიზიტის ფარგლებში, მარტა კოსი შეხვდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, მედიის წარმომადგენლებს, ადგილობრივ თემებს, გავლენიან ქალებს და ახალგაზრდებს.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა