ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც არმიას მოწინააღმდეგის დრონების უფრო სწრაფად ჩამოგდების საშუალებას აძლევს

ლიეტუვის სეიმმა დაამტკიცა ცვლილებები, რომელიც ქვეყნის არმიას საშუალებას აძლევს სწრაფად და მარტივად გაანეიტრალოს დრონები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის საჰაერო სივრცეს.

მედიის ინფორმაციით, ავიაციის შესახებ კანონსა და სამხედრო ძალის გამოყენების შესახებ რეგულაციებში შეტანილ ცვლილებებს მხარი სხდომათა დარბაზში მყოფმა ყველა დეპუტატმა დაუჭირა.

თავდაცვის მინისტრმა დოვილე შაკალიენემ აღნიშნა, რომ აქამდე მოქმედი კანონმდებლობა და პროცედურები არ შეესაბამებოდა თანამედროვე საფრთხეებსა და მათ განვითარებად ხასიათს.

შესწორებების თანახმად, თავდაცვის მინისტრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის გადაწყვეტილებით, სამხედრო ძალის გამოყენება შესაძლებელია დრონების წინააღმდეგ აკრძალულ ან შეზღუდულ ზონებში, თუ მათი ფრენები არღვევს დადგენილ პირობებს, შეზღუდვებს ან პროცედურებს.

ცვლილებების განხორციელებამდე, სამხედროებს ძალის გამოყენების უფლება მხოლოდ იმ მფრინავი აპარატების წინააღმდეგ შეეძლოთ, რომლებიც შეზღუდულ ზონებში იარაღად გამოიყენებოდნენ.

ლიეტუვის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, არმია უფრო მოქნილად და ეფექტურად შეძლებს უპასუხოს დრონების მიერ საჰაერო სივრცის დარღვევებს და, საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს სამხედრო ძალა საფრთხეების გასანეიტრალებლად.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია