SMH Global-ის მორიგი წარმატებული პროექტი - ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში

2025 წლის 15 სექტემბერს, ლისაბონში, საფეხბურთო სამყაროს ვარსკვლავები ლეგენდების საქველმოქმედო მატჩისთვის შეიკრიბნენ, რათა დახმარებოდნენ ომისა და ადგილობრივი კონფლიქტების დროს დაზარალებულ საზოგადოებას მთელ მსოფლიოში. მატჩი საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა და შეხვედრის ბოლოს 600,000 ევროზე მეტი შეგროვდა.

ლეგენდების მატჩს 25 000 გულშემატკივარი დაესწრო, ხოლო მილიონობით ადამიანისთვის თამაში ონლაინ გადაიცემოდა მთელი მსოფილიოს მასშტაბით.

მატჩი ანგარიშით 4-1 დასრულდა, გამარჯვება პორტუგალიის ლეგენდებმა მოიპოვეს საერთაშორისო ლეგენდების წინააღმდეგ.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ფეხბურთის უდიდესი სახელები: ლუიშ ფიგუ, რომელიც პორტუგალიის ლეგენდების კაპიტანი იყო, კოშტინია — გუნდის მთავარი მწვრთნელი, ასევე რობერტო კარლოსი, რომელიც მსოფლიო ლეგენდების მოთამაშე-მწვრთნელად მოგვევლინა. მატჩში მონაწილეობა მიიღო ოთხმა ოქროს ბურთის მფლობელმა - გამარჯვებულმა: კაკამ, მაიკლოუენმა, ლუიშ ფიგუმ და ჰრისტო სტოიჩკოვმა. განსაკუთრებული სიურპრიზი გახდა მსოფლიო ლეგენდების შემადგენლობაში დაუმარცხებელი მძიმეწონოსანი კრივის ჩემპიონის, უკრაინელი ოლექსანდრ უსიკის გამოჩენა.

აღნიშნული საქველმოქმედო შეხვედრა SBC Summit Lisbon 2025-ის გარშემო დაგეგმილი საქველმოქმედო ღონისძიება იყო, სადაც SMH Global-ი ჩართული იყო, როგორც ივენთის სტრატეგიული პარტნიორი. კომპანიამ იზრუნა მატჩის ყველა საოპერაციო ელემენტზე. ქვეყნის ფარგლებს გარეთ, აღნიშნული საფეხბურთო ღონისძიება SMH Global-ის გუნდისთვის მორიგი წარმატებული პროექტია.

SBC Summit არის ადგილი, სადაც მსოფლიო iGaming ინდუსტრია იკრიბება. ლისაბონში 30,000-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი, მათ ჰქონდათ საშუალება გაცნობოდნენ ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვან და უახლესს პროდუქტებს. ასევე, დასწრებოდნენ ტექნოლოგიებისა და iGaming-ის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და საინტერესო კონფერენციის პროგრამას.

SBC-ისა და SMH-ის თანამშრომლობის ფარგლებში, შემდეგი ივენთი, რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 15-16 ოქტომბერს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს. ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming-ინდუსტრიის 2 500-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან. ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. წარდგება 30-ზე მეტი კომპანია საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ.

SMH Global

SBC Summit Tbilisi 2025

SBC

Legends Charity Game

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში