საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტ ლაშა მაისურაძეს პარამკლავჭიდში ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის ბიოსამედიცინო ინჟინერიის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა, საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების წევრმა ლაშა მაისურაძემ ბულგარეთის ქალაქ ალბენაში გამართულ მკლავჭიდის 46-ე და პარამკლავჭიდის 27-ე მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინვალედ იასპარეზა და შედეგად, მსოფლიო ჩემპიონი მეოთხედ გახდა.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, ბულგარეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც 58 ქვეყნის 2000-ზე მეტი სპორტსმენი ჩემპიონის ტიტულისთვის იბრძოდა, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ, მარცხენა და მარჯვენა ხელით ასპარეზობისას, ახალგაზრდებში 60+ და უფროსებში 90 კგ წონით კატეგორიებში სამი ოქრო და ერთი ვერცხლი მოიპოვა.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების სახელით, სტუდენტ პარამკლავჭიდელს ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონობას რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე ულოცავს.

როგორც რექტორი აცხადებს, ლაშა მაისურაძისა და საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრების ტრიუმფი ალბენას მსოფლიო ჩემპიონატზე ქართული სპორტის მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

„ლაშა მაისურაძის მორიგი გამარჯვება და მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის უკვე ოთხგზის მოპოვება მისი შრომისმოყვარეობის, უდიდესი სიმტკიცისა და პროფესიონალიზმის შედეგია; ამავდროულად, ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად შეუძლია ნიჭიერ ახალგაზრდას, რომელიც შეუპოვრად ისწრაფვის მიზნისკენ, სამშობლოს სახელი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ასპარეზობაზე გაიტანოს. განსაკუთრებით საამაყოა, რომ ასეთი გასაოცარი უნარებით შემკული და მუდმივად განვითარებისკენ ორიენტირებული ახალგაზრდა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტია. ლაშა მაისურაძე თავისი წარმატებით ნათლად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ცოდნის მაძიებლობა და სპორტული ჟინი ადამიანში ერთ დიდ ძალად გაერთიანდეს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ჩვენი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ვულოცავ ლაშას და მასთან ერთად საქართველოს პარამკლავჭიდელთა ნაკრებს ამ უდიდეს გამარჯვებას,” - აღნიშნავს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის სტუდენტმა, პარამკლავჭიდელმა ლაშა მაისურაძემ მიმდინარე წლის ივნისში, რუმინეთის ქალაქ კლუჟ-ნაპოკაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში