საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკში საერთაშორისო გადარიცხვების მონიტორინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკმა, როგორც ქვეყნის წამყვანმა ფინანსურმა ინსტიტუტმა, ბიზნესების მხარდასაჭერად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე დანერგა. ბიზნეს მობილბანკში SWIFT Tracking ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია. სერვისი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საერთაშორისო გადარიცხვების სტატუსზე ინფორმაცია რეალურ დროში მოიძიონ.

ფუნქციონალის დახმარებით ბიზნესებს შეუძლიათ, სრულყოფილად ადევნონ თვალი გადახდის პროცესის თითოეულ ეტაპს თანხის ბანკიდან გასვლიდან - შუამავალი ბანკების გავლით, ადრესატთან ჩარიცხვამდე. აღნიშნული შესაძლებლობა მნიშვნელოვნად ამარტივებს საზღვარგარეთ პარტნიორებთან ურთიერთობას, რადგან კომპანიებს ეძლევათ შესაძლებლობა, საკუთარ ვენდორებს გადარიცხვის პროგრესი ოფიციალური დოკუმენტის სახით დაუდასტურონ.

„საქართველოს ბანკში მუდმივად ვზრუნავთ ინოვაციური სერვისებისა და პროდუქტების დანერგვაზე, რომლებიც ბიზნესებს ყოველდღიურ საქმიანობას უმარტივებს და მათ შესაძლებლობებს კიდევ უფრო აფართოებს. აღნიშნული ფუნქციონალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საერთაშორისო ბაზრებზე აქტიურად საქმიანობენ. მისი წარდგენით, შესაძლებელია ბიზნეს პროცესების კიდევ უფრო დაჩქარება – მაგალითად, პარტნიორებს მხრიდან ტვირთის გამოგზავნა ან მომსახურების დაწყება თანხის საბოლოო დარიცხვამდე. ეს კი ადგილობრივ ბიზნესს მეტ მოქნილობასა და ეფექტურობას სძენს“, - აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ამ და სხვა ფუნქციონალების გამოსაყენებლად, გადმოწერეთ საქართველოს ბანკის ბიზნესმობილბანკი, ხოლო თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი, გახსენით ანგარიში მარტივად, 2 წუთში, ონლაინ.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია