ტაიფუნ „რაგასას“ ტაივანში 14 ადამიანი ემსხვერპლა, ჰონგ-კონგსა და სამხრეთ ჩინეთში სკოლები დაიხურა და ათასობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ტროპიკული ციკლონის, სუპერტაიფუნ „რაგასასგან“ გამოწვეული ძლიერი წვიმების გამო ტაივანში ტბა ადიდდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.

ტაივანის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ჰუალიენის ოლქში, სადაც ტბა ადიდდა, 124 ადამიანი დაკარგულად ითვლება.

„რაგასას“ მიახლოების გამო, ჰონგ-კონგსა და სამხრეთ ჩინეთის ზოგიერთი ნაწილში საფრთხის მაღალი დონეა გამოცხადებული, რის გამოც ჩინეთის ხელისუფლებამ მინიმუმ 10 ქალაქში სკოლები და ბიზნეს ობიექტები დახურა.

ჰონგ-კონგში სასწავლო პროცესი სამშაბათიდან შეჩერებულია. ამასთან, სამშაბათს საღამოდან ჰონგ-კონგიდან ფრენები არ განხორციელებულა.

ჰონგ-კონგის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, სუპერტაიფუნი თავისი ცენტრის სიახლოვეს 195 კმ/სთ სიჩქარის ქარს წარმოქმნის და სამხრეთ ჩინეთის ზღვის დასავლეთის მიმართულებით მოძრაობს.

ვარაუდობენ, რომ „რაგასა“, სავარაუდოდ, 24 საათის განმავლობაში ჩინეთის გუანდუნის პროვინციის ცენტრალურ და დასავლეთ სანაპირო რაიონებს მიაღწევს.

მანამდე, ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ შენჟენში 400 000 ადამიანის ევაკუაციის ბრძანება გასცეს.

პრევენციულ ზომებს ახორციელებენ გუანდუნის პროვინციის სხვა რამდენიმე ქალაქშიც.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე