მაკა ბოჭორიშვილი პეტერ სიიარტოს შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრს, პეტერ სიიარტოს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე.

„მინისტრებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და მჭიდრო თანამშრომლობა, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის ხასიათს ატარებს.

შეხვედრაზე იმსჯელეს ევროკავშირთან ურთიერთობებზე და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ საკითხებზე. მაკა ბოჭორიშვილმა მადლობა გადაუხადა უნგრელ კოლეგას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდაჭერისთვის როგორც პოლიტიკურ, ისე პრაქტიკულ-ექსპერტულ დონეზე. აღინიშნა, რომ მხარეები განაგრძობენ ერთობლივ მუშაობას ამ მიმართულებით.

ასევე ხაზი გაესვა მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკის გაგრძელების და სექტორული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს