პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ შეხვედრა გამართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან ერთად 100-მდე წევრი კომპანიის წარმომადგენელთან გაფართოებული შეხვედრა გამართა, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი ესწრებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, დეტალურად განიხილეს ახლად დანერგილი სერვისები, რომელსაც სამსახური მოქალაქეებს და ორგანიზაციებს სთავაზობს.

„მათ შორისაა: სატელეფონო კონსულტაციები, პირისპირ შეხვედრები მონაცემთა დაცვის ოფიცერთან, ასევე თემატური ტრენინგები.

საუბარი შეეხო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის განზოგადებულ პრაქტიკას, რომელიც მონაცემთა დამუშავების პროცესის აღრიცხვას და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოებას ეხება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა აღნიშნა, მათთვის მთავარი პრიორიტეტია, მონაცემთა დამუშავების პროცესები სრულად შეესაბამებოდეს კანონის მოთხოვნებს და ამასთან, სუბიექტის უფლებები იყოს მაქსიმალურად დაცული.

„სწორედ ამიტომ, აქტიურად ვთავაზობთ კერძო სექტორს სხვადასხვა ფორმატის მხარდაჭერასა და პრაქტიკულ კონსულტაციებს,“ - აღნიშნა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა ლელა ჯანაშვილმა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამსახურის წარმომადგენელმა წარადგინა ინოვაციური ონლაინ პლატფორმა -„ციფრული მრჩეველი“, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული, პრაქტიკული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავებაში. ,,ციფრული მრჩევლის“ მიზანია ხელი შეუწყოს კერძო სექტორს მონაცემთა დამუშავების ძირითადი სამართლებრივი ასპექტების მოწესრიგებაში. ასევე, საუბარი შეეხო სამსახურის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო რეკომენდაციებს, რომელიც განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, რადგან ბიზნეს სექტორისთვის ერთ-ერთი კრიტიკული საკითხია მომხმარებელთა უფლებების დაცვა.

ასეთი შეხვედრები არა მხოლოდ კანონმდებლობის დაცვას უზრუნველყოფს, არამედ ბიზნეს აძლევს შესაძლებლობას ფლობდეს სწორ და დეტალურ ინფორმაციას, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვანია როგორც სამსახურისთვის, ასევე ბიზნეს სექტორის გამართული ოპერირებისთვის“, - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია