B.P. TRANS-ის დირექტორის, სუს-ის მიერ დაკავებულ ვალერიან კვარაცხელიას ადვოკატის  განცხადებით, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე პირნათლად იყო შესრულებული

კომპანია B.P. TRANS-ის დირექტორის, სუს-ის მიერ დაკავებულ ვალერიან კვარაცხელიას ადვოკატის თეონა გვაზავას განცხადებით, კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე პირნათლად იყო შესრულებული.

ის სუს-ში ამ წუთებში ბრალდების წარდგენის პროცედურაზეა.

„ველოდებით კანონით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელებას, მათ შორის, ბრალდების შესახებ დადგენილების გაცნობას, საქმის მასალების გადმოცემას, რის შემდეგაც, უფრო დეტალურად შემეძლება საუბარი. მისი გამოკითხვა არ შემდგარა, მისი პოზიციისთვის საჭიროა, გავიაროთ ის ეტაპი, რასაც ბრალდების წარდგენა ჰქვია. ამ ეტაპისთვის შემიძლია ვთქვა, რომ კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულება სახელმწიფოს წინაშე პირნათლად იყო შესრულებული და სატენდერო მოთხოვნით გათვალისწინებული სამუშაოები სრული მოცულობით, მათ შორის, ხარისხობრივად, არის ჩაბარებული",- განაცხადა გვაზავამ.

შეგახსენებთ, საქმე ეხება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი 4 184 249 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტს.

აღნიშნულზე დაკავებულია შპს B.P. TRANS - ის დირექტორი ვ.კ. ამავე კომპანიის თანამშრომელი ი.ჭ. და საზედამხედველო კომპანიის სამი თანამშრომელი, ხოლო რაც შეეხება შპს B.P. TRANS -ის ყოფილ დირექტორს, 100%-იანი წილის მფლობელსა და ამავე დროს ვანში „ქართული ოცნების“ საკრებულოს წევრს, ბიჭიკო პაიკიძეს, ის მიმალვაშია.

სუს-ის ინფორმაციით, ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით, ელექტრონული ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულების პროცესში, ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთის და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული, ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი ქვაყრილის ლოდებით მოწყობის სამუშაოების განხორციელებისას, შპს „B.P. TRANS“-ის 100%-ანი წილის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, ამავე კომპანიის დირექტორ ვ.კ-ს, კომპანიის თანამშრომელ ი.ჭ-ს და ხელშეკრულების შესრულების ზედამხედველი პირების გ.კ-ს, რ.ფ-ს და ი.გ-ს დახმარებით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 4 184 249 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

დაკავებულებსა და პაიკიძეს ედავებიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებას, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია