საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია

საქართველოს ბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს ქვეყნის ენდემური ეკოსისტემის, ფლორისა და ფაუნის შენარჩუნებას, რაც მათ დაცვასა და აღდგენას გულისხმობს.

სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკი 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია. მათ შორისაა: ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, თუშეთის (ეროვნული პარკის და დაცული ლანდშაფტის), ვაშლოვანის, მტირალას, ჯავახეთის, ყაზბეგის, ალგეთის, კინტრიშის, მაჭახელას, ფშავ-ხევსურეთის, ბაწარა-ბაბანეურის და სხვ. დაცული ტერიტორიები.

აღსანიშნავია, რომ ბანკის გარემოსდაცვით პორტფელში შემავალი დაცული ტერიტორიების ჯამური ფართობი 520 000 ჰექტარს აღემატება. აღნიშნულ ტერიტორიებზე 350-ზე მეტი დასაქმებულია, მათ შორის არიან რეინჯერები. ინიციატივა სხვადასხვა ადმინისტრაციული და ინფრასტრუქტურის გამართვის ხარჯების დაფარვას გულისხმობს.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წელს საქართველოს ბანკმა დაცული ტერიტორიების მხარდასაჭერად, კავკასიის ბუნების ფონდთან (CNF) თანამშრომლობით, ახალი კამპანია წამოიწყო, რომელიც ფარგლებშიც იმ ორგანიზაციებსა და დიდ ბრენდებს, რომლებიც საკუთარ ლოგოებში ცხოველისა თუ ფრინველის სიმბოლოს იყენებენ, მოუწოდა, მხარი დაეჭირათ გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებისთვის და საკუთარი წვლილი შეეტანათ გარემოს დაცვის პროცესში.

შედეგად, კამპანიაში 9 დიდი კომპანია ჩაერთო, მათ შორის: ასკანელი, სარაჯიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (თსუ), სმარტი, Jagermeister Georgia, Jaguar Georgia, Ford Mustang, Georgian Capital და Galt & Taggart-ი.

ინფორმაციისთვის, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. ბანკის CSR მიმართულების პორტფელი მოიცავს საგანმანათლებლო პროექტებს, მასწავლებლების, ახალგაზრდა პროფესიონალების, ბიზნესების მხარდასაჭერ ინიციატივებს, დაცულ ტერიტორიებს და სხვა. საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს csr.bog.ge

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს