ალექსანდრ სირსკი - საბრძოლო მოქმედებების ზონებში ბოლო დროს გარკვეული წარმატებები გვაქვს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ალექსანდრ სირსკის განცხადებით, ფრონტზე არსებული ვითარება უკრაინის თავდაცვის ძალების კონტროლის ქვეშ რჩება.

„რაც შეეხება ფრონტზე არსებულ საერთო მდგომარეობას, ის კვლავ რთული რჩება. მტერი აგრძელებს წინსვლას ძირითადი მიმართულებებით, კერძოდ, პოკროვსკოესა და დობროპოლსკის მიმართულებებით. დაძაბულობა ასევე რჩება ლიმანსკისა

და ნოვოპავლივსკეს მიმართულებებზე. სხვა მიმართულებებზე სიტუაცია დაბალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებით ხასიათდება. საერთო ჯამში, სიტუაცია ჩვენი კონტროლის ქვეშაა“, - აღნიშნა სირსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა განაცხადა, რომ უკრაინელებმა „ბოლო დროს გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს“, თუმცა დეტალები არ დააკონკრეტა.

სირსკის თქმით, აქტიური ფრონტი ამჟამად თითქმის 1 250 კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს ხაზი ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 კილომეტრით გაფართოვდა.

„გარდა ამისა, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს 2400 კილომეტრი, სადაც საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენი ჯარები იქაც უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა სირსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის ცნობით, მტრის შემტევი ჯგუფის საერთო რაოდენობა დაახლოებით 712 000 ადამიანს შეადგენს.

„ყოველდღიურად, საშუალოდ,160-190-მდე საბრძოლო შეტაკება გვიწევს და ჩვენი მხრიდან დაახლოებით 15-20 შეტევითი მოქმედება ხორციელდება. ვაგრძელებთ აქტიური კონტრშეტევისა და თავდაცვითი ტაქტიკის გამოყენებას. ეს საშუალებას გვაძლევს, პირველ რიგში - ინიციატივა მტერს არ დავუთმოთ. ასევე, ეს საშუალებას გვაძლევს, ძალებითა და რესურსებით მანევრირება მოვახდინოთ და ძალისხმევის პრობლემურ მიმართულებებზე კონცენტრირება მოვახდინოთ“, - აღნიშნა სირსკიმ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია