„იმედის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი, რომელიც მოლდოვაში არჩევნების გასაშუქებლად ჩავიდა, კიშინეუში არ შეუშვეს

„იმედის“ ინფორმაციით, ტელეკომპანიის ჟურნალისტი საბა ხვიჩია და არხის ოპერატორი მოლდოვაში არ შეუშვეს. ისინი კიშინეუში, არჩევნების გასაშუქებლად მიდიოდნენ.

როგორც არხის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს, „მიუჩინეს მეთვალყურეები და არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება“.

მათივე ცნობით, ჟურნალისტსა და ოპერატორს არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია.

„ევროპულ დემოკრატიად შერაცხილ მოლდოვაში ჩასული ,,იმედის კვირა“ პირდაპირ დსთ-ში აღმოჩნდა.

ჩვენი ჟურნალისტი და ოპერატორი კიშინეუში არჩევნების გასაშუქებლად არ შეუშვეს. აეროპორტში 5-საათიანი დაყოვნების შემდეგ, გადამღები ჯგუფი გამგზავრების დარბაზში გადაიყვანეს. მიუჩინეს მეთვალყურეები და იმასაც არ ეუბნებიან, როდის მიეცემათ სამშობლოში დაბრუნების საშუალება.

არ აძლევენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობას, უზღუდავენ გადაადგილებას, ჩამორთმეული აქვთ პასპორტები და დოკუმენტაცია. ერთადერთი, რაც უთხრეს, არის ის, თითქოს მათ არ ჰქონდათ დადასტურებული საცხოვრებელი ადგილის, მატერიალური უზრუნველყოფისა და ქვეყანაში შესვლის მიზნის დამადასტურებელი დოკუმენტები, რაც სიცრუეა, რადგან „იმედის კვირის“ ჟურნალისტებს ყველა საჭირო დოკუმენტი თან აქვთ.

მოლდოვაში კვირას საპარლამენტო არჩევნებია და სწორედ საარჩევნო პროცესის გადასაღებად გაემგზავრა „იმედის კვირა“. ასეთია დემოკრატია მოლდოვურად და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის „ევროპული“ სტანდარტი.

ყველა დეტალს „იმედის კვირაში“ საბა ხვიჩია მოჰყვება, რომელიც ელოდება უკან, საქართველოში გამომგზავრებას“,- აღნიშნულია „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა