სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ენგურის ხიდთან მივიდა

2025 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით სახალხო დამცველი ენგურის ხიდთან მივიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

„მინდა მივმართო ჩვენს აფხაზ ძმებს და დებს, რომლებიც ამ ხიდის მეორე მხარეს ცხოვრობენ, რომ გარდა მშვიდობისა, არ არსებობს სხვა გამოსავალი, სადაც ჩვენ ერთად შეიძლება ვიცხოვროთ. მხოლოდ მშვიდობით დავიბრუნებთ ომით დაკარგულს - ერთმანეთისადმი ნდობას, ჩვენს ურთიერთობებს.

რაც შეეხება ადამიანის უფლებებს, სადაც არ არის მშვიდობა, იქ არ არსებობს ადამიანის უფლებები, სადაც არის ომი, იქ ადამიანის უფლებებზე საუბარი ზედმეტია. ამიტომ, პირველი რიგში, უნდა ვიფიქროთ, იმაზე, თუ რა გვაქვს საერთო, როგორ აღვადგინოთ დავკარგეთ და მერე ყველაფერი თავის თავად მოგვარდება, მათ შორის, ის პრობლემებიც, რომლებიც, ჩვენს მოქალაქეებს ხიდის იქითა მხარეს ექმნებათ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა