იგორ დოდონი მოლდოვაში არჩევნებზე - ჩარევა დასავლეთიდან მოდის - ნათელია, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებს

მოლდოვას ყოფილი პრეზიდენტის, „პატრიოტული საარჩევნო ბლოკის“ წევრის, იგორ დოდონის განცხადებით, ქვეყანაში მიმდინარე არჩევნები არის დღე, როდესაც „ხალხს კი არ ეშინია ვინმესი, არამედ სხვებს ეშინიათ ხალხის“.

დოდონმა ჟურნალისტებთან საუბარში უარყო განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი მოლდოვას არჩევნებში მასიურად ერევა და აღნიშნა, რომ „ჩარევა დასავლეთიდან მოდის“.

„ვნახეთ ეს ჩარევა სხვადასხვა ფონდების, სოროსის და არასამთავრობო ორგანიზაციების მეშვეობით, რომლებიც ხალხს აშინებდნენ. მიგვაჩნია, რომ ეს არასწორია, ჩვენ აღმოსავლეთთან და დასავლეთთან კარგი ურთიერთობების მომხრე ვართ“, - განუცხადა დოდონმა ჟურნალისტებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს