საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრებმა ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის საფეხბურთო ნაკრებმა ადვოკატთა მსოფლიო ჩემპიონატზე ღირსეული წარმატება მოიპოვა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადვოკატთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გუნდმა ტურნირის განმავლობაში სულ ექვსი მატჩი ჩაატარა.

„ჩვენმა გუნდმა ტურნირის განმავლობაში სულ 6 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ნახევარფინალი დათმო რუმინეთთან, ხოლო ბრინჯაოს მედლებისათვის ბრძოლაში პორტუგალია დაამარცხა.

ვულოცავთ ჩვენს გუნდს ამ შესანიშნავ შედეგს და ვუსურვებთ კიდევ უფრო დიდ წარმატებებს, როგორც პროფესიულ საქმიანობაში, ისე საფეხბურთო ასპარეზზე!

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით გუნდის მწვრთნელს - თენგიზ სულაქველიძეს, რომლის გამოცდილებამ და შრომამ დიდი წვლილი შეიტანა გუნდის წარმატებაში“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა