თბილისში, „ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში“ მიმდინარეობს

თბილისში, ქართულ-გერმანული მეგობრობის მარში მიმდინარეობს. მეგობრობის მარშის მიზანია, გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მხარდაჭერა, რომელიც 24 სექტემბერს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

მარშის მონაწილეები გერმანიის საელჩოსთან შეიკრიბნენ და მსვლელობით მიემართებიან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ. ისმის შეძახილი: “მადლობა”.

როგორ მარშის მონაწილეები აღნიშნავენ, ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გერმანიის ელჩის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები “არის თავდასხმა არა მხოლოდ ელჩზე, არამედ ქართულ-გერმანულ მრავალწლიან მეგობრობაზე“.

„გერმანია არის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორი. მისი აქტიური მხარდაჭერით, უკვე მრავალი წელია ჩვენ ქვეყანაში მიმდინარეობს ინსტიტუტების გაძლიერება, ინფრასტრუქტურული განვითარება თუ ახალგაზრდებისთვის ახალი, მრავალფეროვანი შესაძლებლობების შექმნა. გერმანიის ელჩი საქართველოში არის ამ პარტნიორობის სიმბოლო“,- აღნიშნავენ მარშის ორგანიზატორები.

მარშს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მსვლელობის მონაწილეებიც შეუერთდნენ.

მარშის მონაწილეებს გაშლილი აქვთ გერმანიის და საქართველოს დროშები.

შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროში 24 სექტემბერს გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერიც დაიბარეს. როგორც გერმანიის ელჩმა განმარტა, საქართველოში გერმანიის ელჩის პირველი „დაბარება“ იყო. ელჩი ასევე აცხადებს, რომ მას არ მოუსმინეს. შეხვედრის შესახებ განცხადება გაავრცელა საგარეო უწყებამაც. როგორც უწყებაში განმარტავენ, შეხვედრაზე გერმანიის ელჩს განემარტა, რომ ვენის კონვენციის თანახმად, დიპლომატიური წარმომადგენლობის წევრი ვალდებულია, პატივი სცეს ადგილსამყოფელი სახელმწიფოს კანონებსა და რეგულაციებს, ამასთან, აქვს ვალდებულება, არ ჩაერიოს მასპინძელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში.

მოგვიანებით პეტერ ფიშერი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსს შეხვდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია