ევროკომისარი მარტა კოსი უკრაინაში ჩავიდა

ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი სამდღიანი ვიზიტით უკრაინაში იმყოფება.

„დღეს სამდღიანი ვიზიტი დავიწყე უკრაინაში, უჟგოროდში, ეროვნულ უმცირესობებთან შეხვედრით. ევროპულმა ინტეგრაციამ ჩვენს კავშირში უმცირესობების დაცვა უზრუნველყო. გაწევრიანების მეშვეობით გვსურს, რომ უმცირესობების დაცვა უკრაინაშიც უზრუნველვყოთ“, - წერს მარტა კოსი X-ზე.

ევროკომისიის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მარტა კოსი უკრაინის პრემიერ-მინისტრს, იულია სვირიდენკოს შეხვდება.

„კომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი უკრაინაში იმყოფება, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ და აღნიშნოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების სკრინინგის პროცესის დასრულება, რაც ხაზს უსვამს უკრაინის პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, -აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს