ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულმა თენგიზ ბარბაქაძემ, მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ, ნიკოლოზ ცუცქირიძემ, ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და ირაკლი მუმლაძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.

აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ინფორმაცია სააგენტოს მსჯავრდებულების ადვოკატებმაც დაუდასტურეს.

მსჯავრდებულები ციხიდან მას შემდეგ გათავისუფლდნენ, რაც 5-5 წლით მისჯილი სასჯელი სრულად ამოწურეს.

ცნობისთვის, 19 წლის გიორგი შაქარაშვილი 2020 წლის 19 ივნისს გაუჩინარდა, ის 4 დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით საერთო ჯამში 17 პირი იყო დაკავებული. მათგან 5 პირი გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის არის გასამართლებული, მათგან სამ სრულწლოვანს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და ვახტანგ ჩიქოვანს სასამართლომ 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, დანაშაულის ჩადენის დროს ორ არასრულწლოვანს კი 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

ბრალდებულების ნაწილი ჯგუფური ძალადობისა და მასში მონაწილეობისთვის, ასევე თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისთვის გასამართლდნენ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს