ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი - ჩემი დაკავება იყო წინასწარ განზრახული

რასაც შს მინისტრი გეკა გელაძე აკეთებს, ეს უნდა გამოიკვლიოს სასამართლომ - ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლით, - ამის შესახებ რუსთაველის გამზირზე ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ექიმმა, ვაჟა გაფრინდაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა და მიმართა მოსამართლეს.

ვაჟა გაფრინდაშვილის თქმით, მან რუსთაველის გამზირზე, გზის სავალი ნაწილიდან ყველაზე აქტიური აქციის მონაწილე გამოარიდა, დაკავება კი წინასწარ იყო განზრახული მისი აქტიურობიდან გამომდინარე.

"ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ გადაწყვეტილება უკვე მიღებული გაქვთ და ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლით. მე გინდ გზა გადამეკეტა, თქვენ უნდა გამოიკვლიოთ ის, რასაც შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე აკეთებს. 30 ადამიანიდან, ვინც ჩემთან ერთად დააკავეს გუშინ, არცერთს მიეცა საშუალება, დაკავშირებოდნენ ადვოკატს და ოჯახს. ვიდეოშიც ჩანს, მე ვკვეთ ქუჩას, გადმოვდივარ ტროტუარზე. რამდენიმე წუთში გოგონა ადის პატრულის მანქანაზე. იწყება სიტუაციის დაძაბვა. კონფლიქტი რომ არ გაგრძელებულიყო, მივედი და ყველაზე აქტიური დემონსტრანტი გამოვარიდე. აგრესია იყო არა პოლიციის, არამედ სიტუაციის მიმართ, რომ მთავრობამ შეცვალა კურსი, აღარ მიდის ევროკავშირისკენ.

მოვარდნენ, დააკავეს თამარ გიორგაძე, დამაკავეს მერე მეც, დაახლოებით 10 წუთში. თუმცა ყველაფერი დაიწყო დღის ორის ნახევარზე. ვიყავი სასამართლოში, რეჟისორ გიორგი თავართქილაძის სხდომაზე. აქედან გასულმა დავრეკე 112-ზე და ვთქვი, რომ 8-დან 11-მდე ვიქნები აქციაზე. ნახევარ საათში დამირეკეს ვაკე-საბურთალოს განყოფილებიდან, მისამართი და პირადი ნომერი გვითხარიო. ეს იყო წინასწარ განზრახული ჩემი დაკავება, ჩემი აქტიურობიდან გამომდინარე", - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, შსს ვაჟა გაფრინდაშვილს 22 ოქტომბრის საღამოს, რუსთაველის გამზირის ხელოვნურად გადაკეტვას ედავება.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე