კახა კალაძე - როდესაც გარედან იმართები და არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში ვერ იქნება - რაც შეეხება ევროპარლამენტარებს, საინტერესოები არ არიან, ორმაგი სტანდარტი აქვთ

როდესაც გარედან იმართები, გარე მითითებებს ასრულებ, არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და მომავალი, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში ვერ იქნება - ევროპარლამენტარები საინტერესოები არ არიან, ორმაგი სტანდარტია: რაც მათ აწყობთ ის ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის საინტერესო, წინააღმდეგობით მიდიან და აკეთებენ განცხადებებს, რაც ძირითადად სიცრუესა და ტყუილზეა დაფუძნებული, - ასე აფასებს დედაქალაქის მერი, “ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო სარჩელს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნის თაობაზე და ამაზე ევროპარლამენტარების შეფასებებს.

მისივე თქმით, როდესაც გარედან იმართები და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებ, ძალადობას ახალისებ და პოლარიზაციას, სახელმწიფოს მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება.

„ორმაგი სტანდარტის მაგალითია, რა. შეგვიძლია ავიღოთ სხვადასხვა ქვეყანა, სადაც მოხდა პარტიების გაუქმება. ეს იყო ჩვენი წინასაარჩევნო დაპირება. მილიონ 200 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას”, იმ დაპირებებს, რომელიც ჟღერდებოდა წინასაარჩევნოდ. კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც 2012 წლამდე წარმოადგენდნენ სისხლიან რეჟიმს, გააგრძელეს ანტისახელმწიფოებრივი ქმედებები. ისინი საბოტაჟს ეწევიან საქართველოს წინააღმდეგ, უგულებელყოფილიყო დემოკრატიული სახელმწიფოს იდეას და ძირს უთხრიან სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებს. რა თქმა უნდა, როდესაც გარედან იმართები, გარე მითითებებს ასრულებ, არ გაინტერესებს შენი ქვეყანა, ქართველი ხალხი და მომავალი, ასეთი პოლიტიკური პარტიების ადგილი ქვეყანაში ვერ იქნება. შემიძლია მოგიყვანოთ მაგალითი, როდესაც უკრაინაში მოხდა პარტიების გაუქმება, მოლდოვას მაგალითი, ფინეთი….როდესაც იმართები გარედან და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს ახორციელებ, ძალადობას ახალისებ და პოლარიზაციას, სახელმწიფოს მხრიდან ამას რეაგირება მოჰყვება. საერთოდ არ არის საინტერესო ევროპარლამენტარები, ორმაგი სტანდარტის პრინციპებია. მე არ მომისმენია განცხადება, როდესაც მოლდოვაში არჩევნების წინ ტელევიზიები გააუქმეს, ოპოზიციური პარტიები გააუქმეს. არ მომისმენია განცხადება, როდესაც უკრაინაში პოლიტიკური პარტიები გააუქმეს. ორმაგი სტანდარტია: რაც მათ აწყობთ ის ყველაფერი მისაღებია, რაც მათთვის არ არის საინტერესო, წინააღმდეგობით მიდიან და აკეთებენ განცხადებებს, რაც ძირითადად სიცრუესა და ტყუილზეა დაფუძნებული”, - აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, პარტიების აკრძალვის ფონზე, ვადამდელი არჩევნების დანიშვნა არის თუ არა მოსალოდნელი, კალაძე აღნიშნავს, რომ ვადამდელი არჩევნები არ იქნება, პარტიის მიზნები კი 2028 წელს გახდება ცნობილი.

„რა იქნება ჩვენი მიზანი, წინასაარჩევნოდ 2028 წელს გაიგებს საზოგადოება. ჩვენ ღია ვართ, გამჭვირვალედ ვიქცევით, ყველა დაპირებას ვასრულებთ. ვადამდელი არჩევნები არ იქნება”, - აღნიშნა კალაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საკონსტიტუციო სასამართლოს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით მიმართავს. პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული საკონსტიტუციო სარჩელით შემდეგი პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას და აკრძალვას მოითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“ და „ძლიერი საქართველო - ლელო“.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე