ელენე ხოშტარია - პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ - ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის

პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ - ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ციხიდან გამოგზავნილ წერილში წერს, რომელიც მისსავე სოციალურ ქსელში გავრცელდა.

მისივე თქმით, „თავგანწირვის ხარჯზე, სულ რაღაც 3 კვირაში, რუსთაველის პროტესტმა აქცია ფერფლად ბოლო რეპრესიული კანონიც“.

„რუსული რეჟიმის პირობებში ძალიან იშვიათად მქონია სიამაყის შეგრძნება, სირცხვილი და სინდისის ქენჯნა ბევრად ხშირი თანამგზავრია ჩემი. თუმცა, პროკურატურის ე.წ. ბრალდება სწორედ ის შემთხვევაა, რომლითაც მთელი ცხოვრება ვიამაყებ. ამაყი ვარ, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან რამდენიმე კვირაში, ჩავედი უკრაინის საზღვარზე და შემდეგ, ომის განმავლობაში, არაერთხელ ვიყავი კიევსა და ბუჩაში. ამაყი ვარ, რომ ჩემს თანამოაზრეებთან ერთად, ვეხმარებოდი უკრაინიდან გამოქცეულ უსახლკაროდ დარჩენილ მოხუცებსა და ბავშვებს. ამაყი ვარ, რომ „რუსული ოცნების“ დასანქცირებაში ჩემი მოკრძალებული წვლილიც არის. ეს ჩემთვის, გარკვეულწილად, იმ სირცხვილის კომპენსაციაა, რომელსაც ყველა წესიერი ადამიანი განიცდის „ოცნების“ მოღალატეობრივი პოლიტიკის გამო.

მჯერა, ამ სირცხვილს ყველა ერთად მოვიწმენდთ და ისტორიის კოშმარულ ფურცელზე დავტოვებთ.

ვხედავთ, საკუთარი თავგანწირვის ხარჯზე, სულ რაღაც 3 კვირაში, რუსთაველის პროტესტმა, როგორ აქცია ფერფლად ბოლო რეპრესიული კანონიც. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ეს აცლის ძალას რეჟიმს, აცლის რეპრესიულ ინსტრუმენტებს და აჩვენებს, თუ რამდენად ძლიერი, მართალი და ერთიანია ხალხი. პოლიციის ჩაყენება სწორედ კანონის ვერ გამოყენებას ნიშნავს. მარშები კი „ოცნებისთვის“ ახალი თავსატეხია. ბოლომდე!“ - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, გენერალურმა პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს, კერძოდ: საბოტაჟს, უცხო ქვეყნისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფოს ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში