მიხეილ სააკაშვილი - ქართველების მიერ საქართველოში გადმორიცხული ფულის ნაწილი მთავრობის ჯიბეში ხვდება და ახლა, ამ მთავრობამ მათ საარჩევნო უფლება ჩამოართვა - ამაზე რეაგირებისთვის კულტურული სიტყვები აღარ მყოფნის

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართველმა ემიგრანტებმა წელს, 2 მილიარდ 500 მილიონ დოლარზე მეტი უკვე გადმორიცხეს საქართველოში.

როგორც საპატიმროში მყოფი სააკაშვილის „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელებულ წერილშია აღნიშნული, ამ ფულის ნაწილი მთავრობის ჯიბეში ხვდება და ახლა ხელისუფლება მათ საარჩევნო უფლებას ართმევს.

„წელს, ქართველებმა 2 მილიარდ 500 მილიონ დოლარზე მეტი უკვე გადმორიცხეს საქართველოში. ამ ფულის ნაწილი, რა თქმა უნდა, მთავრობის ჯიბეში ხვდება და ახლა ამ მთავრობამ საარჩევნო უფლება ჩამოართვა. მე აღარ მყოფნის კულტურული სიტყვები ამაზე რეაგირებისთვის“,- წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ ახალ „საარჩევნო კოდექსზე“ მუშაობს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, კოდექსი სრულად გადამუშავდება, ერთ-ერთი ცვლილებებით კი, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მსგავსად, მოქალაქეები საქართველოს პარლამენტის არჩევნებზეც ხმის მიცემას მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში შეძლებენ.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!