უკრაინული მედია - რუსებმა ტერნოპილს დაარტყეს, არის მსხვერპლი

რუსებმა ტერნოპილს დაარტყეს, არის მსხვერპლი, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედიის ცნობით, რუსული ძალების თავდასხმის შედეგად ტერნოპილში მრავალსართულიანი საცხოვრებელი შენობა დაინგრა.

ტერნოპილში რუსული ძალების იერიშს ორი ადამიანი ემსხვერპლა.

ცნობისთვის, დღეს დილით რუსებმა უკრაინას დრონებისა და რაკეტების გამოყენებით შეუტიეს. თავდასხმის შემდეგ ლვოვში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა.

ასევე, უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსების მიერ ქვეყნის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული დარტყმების შემდეგ უკრაინის ნაწილში ელექტროენერგია გაითიშა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე