ადვოკატი - ალეკო ელისაშვილს დაზიანება მანდატურებმა მას შემდეგ მიაყენეს, რაც უკვე ბორკილები ედო და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა - რაც შეეხება იარაღს, ელისაშვილს იარაღის გამოყენების მცდელობა და სურვილი არ ჰქონია

ალეკო ელისაშვილს დაზიანება მანდატურის თანამშრომლებმა მიაყენეს მას შემდეგ, რაც მას უკვე ბორკილები ედო და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა - ალეკო ელისაშვილს იარაღის გამოყენების მცდელობა არ ჰქონია და არც ამის სურვილი გააჩნდა, - ამის შესახებ ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც თბილისის საქალაქო სასამართლოს კანცელარიის შენობის დაწვა სცადა.

როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებთან განმარტა, ალეკო ელისაშვილის მხრიდან ეს ქმედება იყო „პროტესტის გამოხატვის ფორმა უსამართლო სასამართლოსა და სოლიდარობა პოლიტპატიმრების მიმართ“.

„დაზიანება მანდატურის თანამშრომლებმა მიაყენეს მას შემდეგ, რაც მას უკვე ბორკილები ედო და საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. აგრეთვე, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამოძიება საუბრობს, ვითომ იარაღის მუქარით შევიდა და იარაღით ემუქრებოდა ვინმეს. რეალურად, მას იარაღი ედო „კაბურაში“, ზემოდან ეცვა „ჰუდი“, მერე ქურთუკი და გამოყენების მცდელობაც არ ჰქონია. კადრი რომ ჩანს [ძირს დაგდებული იარაღის], მას შემდეგ არის, როდესაც ის დააკავეს და ჯაჯგურის დროს იარაღი ამოვარდა. იარაღის გამოყენების მცდელობა არ ჰქონია და არც ამის სურვილი გააჩნდა.

როდესაც შესვლა მოახერხა, შემდგომ მოვიდა მანდატურის სამი თანამშრომელი და უკვე პოლიციის თანამშრომლებიც“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, თუ როგორ მოახერხა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს ჭიშკარში შესვლა, ადვოკატი პასუხობს, რომ ელისაშვილმა კარები ჩაამტვრია და ისე შევიდა.

„ამ შემთხვევაში, მოხდა რაღაც გზით გადასვლა, კარის ჩამტვრევა, შესვლა და ამის შემდგომ უკვე, რაღაც დროის მერე, მანდატურები მოვიდნენ. გააზრებული ჰქონდა და მარტო მოქმედებდა. ხაზი გაუსვა, რომ, რა თქმა უნდა, ის იყო მარტო და მისი პირადი გადაწყვეტილება იყო, რომ პროტესტის ეს ფორმა გამოეყენებინა. ტყუილია, მანდატური არ უცემია.

დანაშაულს არ აღიარებს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ბრალი არ გვინახავს, უნდა წავიკითხოთ, ვნახოთ. იქ არის საუბარი იარაღთან დაკავშირებით, მუქარასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ის ამ კუთხით ამას არ აღიარებს. ქმედებას, რომ ის მართლა შევიდა შენობაში, რა თქმა უნდა, ამას აღიარებს. მისი პროტესტის ფორმა იყო და თავისთავად აღიარებს. ამ შემთხვევაში დანაშაულს იმიტომ არ აღიარებს, რომ არ ვიცით, ბრალი რა არის. კი, რაღაც მუხლი ვიცით, თუმცა დადგენილება არ ჩაგვბარებია და არ გავცნობივართ“, - განაცხადა გიორგი რეხვიაშვილმა.

მისი თქმით, ალეკო ელისაშვილს ბრალს ხვალ, 30 ნოემბერს წარუდგნენ, რის შემდეგაც დამატებითი ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა ექნებათ საზოგადოებისთვის. ადვოკატის თქმით, ამ დროისთვის მისთვის არსებული ინფორმაციით, გამოძიება ჯერ მხოლოდ ერთი მუხლით არის დაწყებული.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს