რუსებმა დნიპროზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა 4 ადამიანი და 27 დაშავდა - 2 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

რუსებმა უკრაინის ქალაქ დნიპროზე ბალისტიკური რაკეტით თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად ოთხსართულიანი საოფისე შენობა და 49 ავტომობილი დაზიანდა.

დნეპრის მერის, ბორის ფილატოვის განცხადებით, ასევე დაზიანდა ოთხი მაღალსართულიანი შენობა, ჩამსხვრეულია 200-ზე მეტი ფანჯარა. ასევე განადგურდა საგანმანათლებლო დაწესებულება, საქველმოქმედო საწყობი და რამდენიმე არასაცხოვრებელი შენობა.

მისივე თქმით, ქალაქში 2 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა