გიორგი კაკაურიძე - გასულ წელს, მასწავლებელთა ხელფასი საშუალოდ 500-ლარით გაიზარდა, შესაბამისად, მომდევნო წელს ეს გათვალისწინებული აღარ არის - გათვალისწინებულია იმ ადამიანების ხელფასების ზრდა, რომლებსაც ამ მოცულობით არ გაზრდიათ

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წელს მასწავლებელთა ხელფასის გაზრდა გათვალისწინებული იმ მიზეზით არ არის, რომ წინა წელს დაახლოებით 500 ლარით გაიზარდა მათი ხელფასი და პოლიტიკა თავიდანვე იყო გაცხადებული, რომ ყოველწლიურად ზრდის ნაცვლად ერთიანად გაეზრდებოდათ.

კაკაურიძის განმარტებით, 2026 წელს გათვალისწინებულია იმ ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასების ზრდა, რომლებსაც იმავე მოცულობით არ გაზრდიათ 2024 და 2025 წელს.

„2024 წელს მასწავლებელთა ანაზღაურების სქემაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა - გადავიდა საათობრივ ანაზღაურებაზე და ამავდროულად, საშუალოდ 500-ლარით გაიზარდა. ეს თავიდანვე გაცხადებული პოლიტიკა იყო, რომ ყოველწლიურად ზრდის ნაცვლად მიზანშეწონილი იყო ერთიანად გაზრდილიყო ხელფასები. ეს გასულ წელს განხორციელდა, შესაბამისად, მომდევნო წელს არ არის გათვალისწინებული მასწავლებელთა ხელფასების ზრდა. თუმცა გათვალისწინებულია იმ ადამიანების, რომლებსაც იმავე მოცულობით არ გაზრდიათ 2024 და 2025 წელს [ხელფასი]. მომდევნო წელს სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის ხელფასები იზრდება 20%-ით, ასევე ექთნების ანაზღაურება, რომლებიც სკოლაში არიან დასაქმებული”, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს