აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში  დოქტორანტთა მესამე ეროვნული კონფერენცია გაიმართა

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ორგანიზებით, დღეს, დოქტორანტთა ყოველწლიური მესამე ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის მიზანია ისეთი პლატფორმის შექმნა, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები შეძლებენ სხვადასხვა დარგში უახლესი კვლევების წარმოდგენასა და კვლევითი უნარების გაუმჯობესებას, განსხვავებული დისციპლინების წარმომადგენლებს შორის დიალოგსა და თანამშრომლობის ხელშეწყობას.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 10-მდე სხვადასხვა უნივერსიტეტის 50-ზე მეტმა დოქტორანტმა, ხოლო, კონფერენციის აკადემიური კომიტეტის წევრები და მოწვეული მომხსენებლები არიან გამოცდილი უცხოელი და ქართველი მეცნიერები, ამასთან ერთად, აღსანიშნავია, რომ გამოიცა კონფერენციის კრებული ქართველი და უცხოელი გამოცდილი მკვლევრების რედაქტორობით.

კონფერენციას სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ქართველი და უცხოელი სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები და შესაბამისი დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

კონფერენცია ორ პარალელურ სექციად წარიმართა და მოიცავდა, სამართლის, განათლების, ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებებს.

(R)

ლევან ალაფიშვილი - საპარლამენტო საგამოძიებო კომისია ვერ ჩაანაცვლებს ვერც პროკურატურის გამოძიებას და ვერც სასამართლოს, სარჩელზე დართული წულუკიანის კომისიის დასკვნის ლეგიტიმურობა საეჭვოა და კანონდარღვევის დასადგენად ვერ გამოდგება
ქართული პრესის მიმოხილვა 22.10.2026
საქართველოში ავსტრიის ეროვნული დღე და ავსტრიის წარმომადგენლობის 10 წლის იუბილე გაიმართა
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ