კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საექთნო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის გარეშე იკრძალება, 2027 წლის ივლისამდე გადავადდა

წელიწადნახევრით - 2027 წლის 1 ივლისამდე გადავადდა კანონი, რომლის ამოქმედების შედეგად, საექთნო საქმიანობა სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის გარეშე იკრძალება. შესაბამისი კანონი ძალაში 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა შესულიყო.

პარლამენტმა 2024 წელს ექთნებისა და მეან-ექთნების შესახებ ახალი პროფესიული რეგულაციები მიიღო.

აღნიშნული კანონის თანახმად, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის დიპლომის შემდგომი პროფესიული მომზადების, უწყვეტი პროფესიული განვითარების და უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემა.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ირინე წაქაძემ საკითხის განხილვისას განმარტა, სამინისტროსა და სამედიცინო სექტორის წარმომადგენლების მიერ ცვლილებების ამოქმედებამდე სისტემის მზაობა შეფასდა და ექთნებისა და მეან-ექთნების პროფესიული რეგულაციების ამოქმედების კანონით განსაზღვრული ვადების გადახედვის საკითხი დადგა, რადგან 2026 წლის 1-ელი იანვრიდან ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედებამ, შესაძლოა მძიმე შედგები გამოიწვიოს პროფესიონალების რაოდენობრივი შემცირების თვალსაზრისით, განსაკუთრებით რეგიონების შემთხვევაში.

წაქაძის შეფასებით, კანონის ამოქმედებით და დამატებითი შეზღუდვების დაწესებით, დარგის სრულად მომზადებამდე, დიდი ალბათობით, პროფესიული დეფიციტი შეიქმნება დარგში, რომელიც ახლაც დგას ისეთი გამოწვევების წინაშე, როგორიცაა სფეროში ახალი კადრების შემოსვლა, ასაკობრივი დისბალანსი, სპეციალისტების გადანაცვლება სხვა პროფესიებში, მათი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადინება და სხვა.

“კონსულტაციების შედეგად აღმოჩნდა, რომ სექტორი არ არის მზად აღნიშნულ ცვლილებებთან გასამკლავებლად. ამიტომ გადაწყდა, წელიწად-ნახევრით გადავადდეს, როგორც გამოცდის ჩაბარების, ასევე ,ერთიან ელექტრონულ რეესტრში ავტორიზაციის გავლის ვალდებულება“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში