სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე აქციებზე - მნიშვნელოვანი რომ არ იყოს, იძულებულები არ იქნებიან, ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ!

[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საპროტესტო აქციაზე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რა დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციების გამართვის პირობების გამოქვეყნებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, უწყების მიერ გაკეთებული განცხადებები მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ისინი „ვერაფერს ახერხებენ და იძულებული არიან, ყოველდღე რაღაც ახალი კანონი და წესდება მოიგონონ პროტესტის შესაზღუდად“.

„მათი [შსს-ს] განცხადებები მხოლოდ იმისი მანიშნებელია, რომ ვერაფერს ახერხებენ და იძულებული არიან, ყოველდღე რაღაც ახალი კანონი, წესდება მოიგონონ პროტესტის შესაზღუდად. როგორც ჩანს, არაფერი არ მუშაობს, რადგან აქ არის დიდი ძალა. ძალა - არ დანებდე და არ შეეგუო იმას, რაც ქვეყნის დაკარგვას ნიშნავს. ამის წინაშე ვერაფერს გააკეთებ.

[მიმდინარე აქციები] რომ არ იყოს მნიშვნელოვანი, იძულებულები არ იქნებიან, რომ ყოველდღე რაღაცით ამ პროტესტის გაჩერება სცადონ - ვერ აჩერებენ და ვერ გააჩერებენ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო, 2025 წლის 21 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ასევე, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 9 იანვრის ჩათვლით აქციების გამართვის პირობებთან დაკავშირებით ვებგვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ ამ პერიოდში შეკრება უნდა იყოს მსვლელობის გარეშე, შეკრების მონაწილეებმა პროტესტი უნდა გამოხატონ თბილისში, პარლამენტის შენობასთან წინა ფასადზე არსებულ ასასვლელ კიბეებსა და მის მიმდებარედ სივრცეში და არ უნდა შეაფერხონ ტროტუარზე მოძრავი სხვა მოქალაქეებისა და გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება.

სტეპან გრიგორიანი - პრორუსული ოპოზიცია ფაშინიანს იმაში ადანაშაულებს, რომ ევროპა სომხეთის საშინაო საქმეებში ერევა, ევროპა სომხეთში იმ პოლიტიკურ ძალას უჭერს მხარს, რომელსაც სომხეთში მეტი დემოკრატია და ქვეყნის თავისუფლება უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2026
კახა გოგოლაშვილი - ევროკავშირს, როგორც მინიმუმ, სჭირდება სომხეთის კორიდორი, საქართველოში არსებული რისკების დასაბალანსებლად
ერთიანი სისტემა წარმოებიდან მომხმარებლამდე - ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელი NMG-ში
ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“ - როგორ გახდა პრემიუმ ხარისხის მკურნალობა საყოველთაო დაზღვევის ნაწილი